სტალინის საიდუმლოებებით მოცული მხარე - ჰქონდა თუ არა კავშირი დიდ ბელადს ბოროტ ძალებთან?

სტალინის საიდუმლოებებით მოცული მხარე - ჰქონდა თუ არა კავშირი დიდ ბელადს ბოროტ ძალებთან?

საბჭოთა ხელისუფლების ოკულტიზმთან კავშირზე უკვე ბევრჯერ დაიწერა, ისევე, როგორც მესამე რეიხის ლეგენდარულ ოკულტიზმზე. რა როლს ასრულებდა ამ ყველაფერში იოსებ სტალინი, რომელიც თითქმის, 30 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას? ვინ იყო იგი სინამდვილეში, უბრალო ტირანი, თუ მისტიკით გატაცებული ლიდერი?

მაგალითისთვის, ცნობილია, რომ სტალინი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა მომავალში ცნობილ მისტიკოსთან და ფილოსოფოსთან, გიორგი გურჯიევთან ერთად. ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, იოსებ ჯუღაშვილი ოკულტური ჯგუფის, "აღმოსავლეთის საძმოს" წევრი იყო, რომელშიც გურჯიევი და მისი თანამოაზრეებიც შედიოდნენ. 

გურჯიევის შესახებ არსებულ წყაროებში ნახსენებია საიდუმლოებით მოცული პიროვნება - აზრაური ნიჟარაძე. ამ სახელის უკან იმალებოდა ადამიანი, რომლის პიროვნების შეცვლა ენერგეტიკულ დონეზე მოხდა, მასში ერთგვარი პროგრამა ჩაამონტაჟეს, ანუ იგი ზომბად აქციეს. თავად გურჯიევი ერთ-ერთი ექსპედიციის შესახებ წერს, რომელიც სპარსეთის ყურეში მიმდინარეობდა, სადაც ასევე ნიჟარაძეც იმყოფებოდა. იგი ექსპედიციის დროს ცხელებით დაავადდა, რის გამოც, ექსპედიციის წევრები ერთი თვით ბაღდადში დარჩნენ. ცნობილია, რომ 1899-1900-იან წლებში ჯუღაშვილი თბილისის გეოფიზიკურ ლაბოტორიაში მუშაობდა, აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეეძლო მსგავს ექსპედიციაში მიეღო მონაწილეობა. გარდა ამისა, ბელადის სახე დაფარული იყო ლაქებით, რომელიც სავსებით შესაძლებელია სწორედ "სპარსულ ციებას" დაეტოვებინა. 

სტალინის მმართველობის ეპოქაში სახელმწიფო თავდაცვის სამსახურების ეგიდით, იქმნებოდა სპეციალური განყოფილებები, რომლებიც არამიწიერი ცივილიზაციის და ძველი კულტურების კვალს ეძებდნენ. ბოლშევიკებს სჭირდებოდათ ცოდნა და ტექნლოგიები, რომლებიც მათ იმპერიას უძლეველს გახდიდა. ამას გარდა, მაშინდელი ხელისუფლება ცნობილ ექსტრასენსს, ტელეპატსა და ჰიპნოზის სპეციალისტ ვოლფ მესინგსაც იყენებდა საკუთარი საქმეებისთვის. 

არსებობს მოსაზრებები, რომ თვითონ ბელადიც ფლობდა მაგიურ ცოდნასა და უჩვეულო უნარებს. სწორედ ამიტომ, პორტრეტების უმრავლესობაში სტალინი ჩიბუხით არის გამოსახული: თამბაქოს ბოლი სტალინისთვის მაგიურ თავდაცვას წარმოადგენდა, იგი არ აძლევდა "უცხოებს" მის აურაში შეჭრის საშუალებას. ასევე, ამბობენ, რომ სტალინს ტრანსში შესვლა და ასტრალის ყველაზე ღრმა შრეების დანახვა შეეძლო.

მასობრივი სასჯელები სხვა არაფერი იყო, თუ არა მსხვერპლშეწირვა, ამ ასტრალური არსებებისთვის. სწორედ ამიტომ იმყოფებოდა იოსებ სტალინი ამდენი წლის განმავლობაში ხელისუფლების სათავეში, რაც სხვა ვერცერთმა ლიდერმა ვერ მოახერხა.

7 თებერვლამდე ვენერა თევზებშია - ვის რა ელის სასიყვარულო ასპარეზზე და როგორ იმოქმედებს ეს დრო ჩვენს ფინანსებზე

მამაკაცის სკანდალური სტილი 2020 წელს - "ნუთუ, ეს არის კრეატივი და მოდა?"

"სექსი დიდ ქალაქში": ფეხბურთელებმა 22 იტალიელი მოდელი სპეციალური რეისით ინგლისში ჩაიყვანეს  - სკანდალური ღამის დეტალები