სააკაშვილი რუსმა მსახიობმა ტელეფონით გააშაყირა - რა ათქმევინა პაროდისტმა ექს-პრეზიდენტს

სააკაშვილი რუსმა მსახიობმა ტელეფონით გააშაყირა - რა ათქმევინა პაროდისტმა ექს-პრეზიდენტს

რუსმა მსახიობმა, პრანკსტერმა ვლადიმირ კრასნოვმა, რომელიც ცნობილია იმით რომ პოლიტიკოსებს და პოპულარულ ადამიანებს აშაყირებს, ამჯერად მიხეილ სააკაშვილი გააბა მახეში. მან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის სახელით დაურეკა და დახმარება სთხოვა.

"ხულიგანი", რომელიც ინტერნეტში ცნობილია სახელით ვოვანი, სააკაშვილთან საუბრისას დაინტერესდა, შეუძლია თუ ექს-პრეზიდენტს თავისი კონტაქტების გამოყენებით ურჩიოს, ვინ შეძლებს მატერიალურად დაეხმაროს კიევს რუსეთთან ბრძოლაში. სააკაშვილმა თანამოსაუბრეს შესთავაზა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან გაემართა. პრანკსტერმა პირობა დადო, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტთან საუბრის ჩანაწერს მომავალ კვირაში გაავრცელებს.

ივნისში ვოვანმა ბელორუსიის პრეზიდენტი ლუკაშენკო გააშაყირა და მას იანუკოვიჩის შვილად წარუდგინა თავი. ცოტა ხნის წინ კი კიევის მერს კლიჩკოს დაურეკა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის სახელით და მოსთხოვა, ცხელი წყალი გაეთიშათ რადას დეპუტატ ოლეგ ლიაშკოსთვის და შს მინისტრ ავაკოვისთვის ჩაერთო.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს