10 წლის ბავშვმა თავი მოიკლა

10 წლის ბავშვმა თავი მოიკლა

მოსკოვში 10 წლის სკოლის მოსწავლე მაღალსართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, ბიჭუნამ თავი თანაკლასელთან მომხდარი შეკამათების გამო მოიკლა.

როგორც აღმოჩნდა, კლასელებს შორის მომხდარ ჩხუბში ბიჭუნას თანაკლასელის მამაც ჩაერთო, რომელიც ბავშვს დაემუქრა. სწორედ ამიტომ, უფროსის მუქარით დაშინებულმა მოზარდმა თავი მოიკლა.

მეორე ბავშვის მამა ამჟამად, ორი დღით წინასწარი დაკავების საკანშია მოთავსებული. მას "თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლით ედება ბრალი. პოლიცია მომხდარის დეტალებში გარკვევას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს მსგავსი თვითმკვლელობა 12 წლის ბიჭმაც განახორციელა. მიზეზი უცნობი ადამიანების მხრიდან განხორციელებული დაცინვა გახდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს