ბავშვი რომ ზარმაცი არ გაიზარდოს - როგორ უნდა მიაჩვიოთ შრომას

ბავშვი რომ ზარმაცი არ გაიზარდოს - როგორ უნდა მიაჩვიოთ შრომას

შრომისმოყვარეობასა და დასახული მიზნისაკენ სწრაფვას ბავშვს მხოლოდ სიტყვით ან ძალდატანებით ვერ შთააგონებთ. ბავშვი რომ ზარმაცი არ გაიზარდოს, შრომის მაგალითი თავად მშობლებმა უნდა მისცენ. თუმცა არც ეს იქნება საკმარისი, თუ ბავშვს ვერ გააგებინებთ, რომ მიზნისკენ სწრაფვის პროცესიც კი სიამოვნების მომტანია. ასევე მნიშვნელოვანია შრომის სწორად ორგანიზების უნარი. ამოცანის დასახვა და მისი შესრულება ზედმეტი ძალებისა და დროის ფლანგვის გარეშე, მთელი ხელოვნებაა, რომელიც ბავშვმა თანდათან უნდა აითვისოს.

პირველ რიგში, მიეცით ბავშვს შეცდომის უფლება. ხოლო მათი გამოსწორების პროცესში მხარში ამოუდექით.

ნუ გგონიათ, რომ ბავშვიც თქვენსავით ფიქრობს, სწავლა და შრომა ჩემი უპირველესი მოვალეობააო. ორივე მის წინაშე დასმული ამოცანაა, რომელსაც მეტ-ნაკლები მონდომებითა და ენთუზიაზმით ასრულებს.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს