მუდმივად უკმაყოფილო დედა - წერილი, რომელიც ყველა დედამ უნდა წაიკითხოს

მუდმივად უკმაყოფილო დედა - წერილი, რომელიც ყველა დედამ უნდა წაიკითხოს

დედა ბუზღუნის მიზეზს ყოველთვის იპოვის. თანაც გამართლებულსა და ობიექტურს. ბავშვები ხომ მართლაც ყირაზე აყენებენ ყველაფერს. სათამაშოები ისევ მიყრილ-მოყრილია, წინდების ერთად დაწყობა ხომ ვერა და ვერ ისწავლეს. ერთი ცალი რომ ოთახის თავში გდია, მეორე ბოლოშია ან საერთოდ სხვა ოთახში უნდა ეძებო. რა თქმა უნდა, ბავშვი წესრიგს უნდა მივაჩვიოთ... მაგრამ ძალიან საინტერესოა იმ ბედნიერი დედების გაცნობა, რომლებმაც ეს მოახერხეს. ბავშვების უმეტესობა, ცნობილი გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, დედის ბუზღუნს ერთ ყურში რომ შეუშვებს, მეორედან გამოუშვებს. რატომ ხდება ასე?

ამ თემაზე ცოტა ხნის წინ ერთი ამერიკელი დედის წერილს გავეცანით და მიზეზებიც ნათელი გახდა. აღზრდა და ე.წ. "ჩიჩინი" ერთი და იგივე არ არის. მუდმივი ბუზღუნი აღზრდის მეთოდად არ გამოდგება. ამერიკელი რეიჩელი წერს:

"მთელი დღის განმავლობაში დინების საწინააღმდოგ მივცურავდი. ვიჯიჯღინე მიყრილ-მოყრილი ფეხსაცმელების გამო, ხმაურის გამო, სარეცხის მთების გამო, იმის გამო, რომ ნორმალურად არ სადილობენ და ამიტომ წარამარა შივდებათ, რაც მთავარია, სულ სხვადასხვა სასუსნავს ითხოვენ. გამუდმებული ჭამის პროცესი კი, თავის მომზადებით და ალაგებით, ქვასაც გამოიყვანს მოთმინებიდან.

ერთი სიტყვით, ჩვეულ ამპლუაში ვარ, ჯიჯღინით და რახა-რუხით დავდივარ, თან წესრიგს ვამყარებ. კედლების ჩამორეცხვის დროც მოვიდა - ერთი კვირის წინ საგულდაგულოდ გარეცხილ კედლებზე პატარა ხელების ანაბეჭდები ატყვია. ისევ გაბრაზებულმა წავიბურტყუნე და ჩვრის მოსატანად წავედი. "რამდენჯერ გითხარით, კედლებს ხელით ნუ ეხებით-მეთქი". დავიწყე წმენდა და... შევჩერდი.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს