"ელენიკომ შავ კაცში გამცვალა" - იმედა კახიანი ყოფილი სიძისა და შვილიშვილის ურთიერთობაზე

"ელენიკომ შავ კაცში გამცვალა" - იმედა კახიანი ყოფილი სიძისა და შვილიშვილის ურთიერთობაზე

"მამიკოს ბედნიერება"- ამ სათაურით გამოაქვეყნა ირაკლი კუტალაძემ ფოტო, რომელიც შვილთან - ელენე კუტალაძესთან ერთად აქვს გადაღებული... მამა-შვილი დუბაიში ერთად ისვენებენ.

იმედა კახიანი:

- მე მეგონა, რომ ელენიკო ჩემზე გიჟდებოდა. უჩემოდ აქ ვერ ძლებდა, სულ - ბაბუ, ბაბუს იძახდა და ჩემთან უნდოდა. ახლა ძიძამ დამირეკა და მითხრა, როგორც კი ჩავედით, ერთი შავი კაცი ნახა, ჩაეხვია იმას და იძახის: ეს არის ჩემი ბაბუ, საერთოდ არ ახსოვხარო... ეს არის კაცო საქმე?! მეგონა, ბავშვს ისე ვუყვარდი, უჩემოდ გაგიჟდებოდა და ახლა ძალიანაც კარგად გრძნობს თავს იმ შავ კაცთან ერთად.

- ირაკლი კუტალაძე თბილისში იყო ჩამოსული, როგორი ურთიერთობა გაქვთ დღეს მასთან?

- ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს.. ირაკლი თბილისში არ ჩამოსულა, აქაურმა ძიძამ წაიყვანა ელენიკო დუბაიში. ძიძას ბავშვი ძალიან შეჩვეულია.

- რამდენ ხანს დარჩებიან დუბაიში?

- 31 ოქტომბერს მიდიან ეკა და ანასტასია და 4 ნოემბერს წამოიყვანენ. თითქმის ერთი თვე გამოუვა ბავშვს დუბაიში დასვენება, 7 ოქტომბერს წაიყვანეს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს