მან ქმარს სასიყვარულო წერილი უპოვა... როგორ გადაარჩინა ქალმა ქორწინება

მან ქმარს სასიყვარულო წერილი უპოვა... როგორ გადაარჩინა ქალმა ქორწინება

ძნელი წარმოსადგენია საკუთარი საქციელი, როცა შენი ქმრისთვის მიწერილ სასიყვარულო ბარათებს კითხულობ. მაგრამ თუ ეს წერილები არ არის საყვარლისგან? ამ ქალმა იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ ყველაფერში გარკვეულიყო და ქმართან ურთიერთობებიც დაელაგებინა. ღირს დაფიქრება.

"ცოტა ხნის წინ კარადას ვაწესრიგებდი და წერილების დასტას წავაწყდი. მათი წაკითხვა დავიწყე. ეს სასიყვარულო წერილები იყო, ჩემი ქმრისთვის მიწერილი.

გული შემეკუმშა და ტირილი დავიწყე, როცა ეს ფრაზები ამოვიკითხე:

"როგორ ხარ, ჩემო შეუდარებელო? როგორ აქვს საქმეები ჩემს საყვარელ, სექსუალურ, რომანტიკულ და მოსიყვარულე მამაკაცს?"

"ისე მენატრები, მალე ალბათ გავგიჟდები!"

ნეტავ ვინ არის ეს გოგონა? ვკითხულობდი და მშურდა მისი. ეს გოგონა იყო სექსუალური, მხიარული, რომანტიკული და ჩემს ქმარზე ყურებამდე შეყვარებული!..ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩემი ქმრის საყვარლის წერილებს ვკითხულობდი, მაგრამ სიმართლე ის გახლდათ, რომ ეს ჩემი წერილები იყო, რომლებიც მას ოცდა სამი წლისამ მივწერე. ემოციებით ავივსე, ყველაზე მეტად სირცხვილი მწვავდა იმის გამო, რომ ის გოგონა დიდი ხნის წინ გაქრა, მას ადგილზე კი მე ვიდექი – 40 წლის ქალი, ორი შვილის დედა.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს