6 საბედისწერო შეცდომა, რომელსაც ბედნიერი წყვილი განქორწინებამდე მიჰყავს

6 საბედისწერო შეცდომა, რომელსაც ბედნიერი წყვილი განქორწინებამდე მიჰყავს

რა შეცდომებს მიჰყავს ერთ დროს ბედნიერი წყვილი განქორწინებამდე? იქნებ ცხელ გულზე ობიექტური განსჯის უნარს კარგავენ და მცდარ შეხედულებებს ადვილად ემორჩილებიან?

შეცდომა N1

თუ დროდადრო თავს მარტოსულად ვგრძნობ, გამოდის, ჩემი ქორწინება ბედნიერი ვერ ყოფილა

თუ პარტნიორთაგან რომელიმე განუწყვეტლივ ეულად და ზედმეტად გრძნობს თავს, მართლაც ვერ იტყვის, ქორწინებამ გამიმართლაო. მაგრამ თუ მარტოობის განცდა იშვიათად გეუფლებათ, საგანგაშო არაფერია. დავუშვათ, თქვენი აზრები ყველაფერში არ ემთხვევა ერთმანეთს, - რომელიმე საკითხზე თქვენს მეუღლეს განსხვავებული შეხედულება აქვს (ვთქვათ, თქვენი ნაყიდი არ მოეწონა). განა ამის გამო უნდა გაიბუტოთ? აბა, დაფიქრდით, მასაც ხომ შეუძლია წარმოიდგინოს, ყველაზე ახლობელ ადამიანს ჩემი არ ესმისო? ასე თუ მიჰყევით, მიზეზებს რა დალევს, რათა თავი "დაჩაგრულად" და "შესაბრალისად" წარმოიდგინოთ. პირიქით, უნდა ეცადოთ, რომ ანგარიში გაუწიოთ მეორე ნახევრის ინტერესებსა და სურვილებს. რაც უფრო "კარგი დარია" ოჯახში, მით უფრო საჭირონი და შეუცვლელნი არიან ერთმანეთისთვის ოჯახის წევრები.

შეცდომა N2

თუ პარტნიორი არ მღალატობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვუყვარვარ

ჯერ ერთი, საიდან იცით, რომ არ გღალატობთ? რატომ ხართ ამაში დარწმუნებული? ხშირად კანონიერი ოჯახის პარალელურად მამაკაცს სხვა ცოლ-შვილიც ჰყავს ანდა ფარულად ხვდება მეორე ქალს, ცოლი კი აინუნშიც არ არის.

ვთქვათ, მართლაც ერთადერთი სექსუალური ქალი ხართ მისთვის. რა იცით, რომ ფიქრში მაინც არ გღალატობთ და ვინმე, მისთვის იდეალურ ქალს არ შესტრფის შორიდან? მაგრამ ისეც ხდება, რომ მამაკაცი ყველა ქალის მიმართ გულგრილია და მათ შორის - თქვენ მიმართაც. უბრალოდ, იმისთვის შეირთო ცოლი, რომ უფრო მოხერხებულად ეცხოვრა, თქვენ კი ავტომატურად მიაწერეთ ამაღლებული და მშვენიერი გრძნობები. გადაჭარბებულად ხომ არ შეაფასეთ თქვენი და მისი ღირსებები? სიყვარულს და ნდობას რა შეედრება, მაგრამ ხანდახან ცოტა ნაკლები თავმომწონეობით, თავმდაბლად ჩაუკვირდით თქვენს ცხოვრებას.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს