28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. ახალი ნაცნობობა საწინააღმდეგო სქესთან დაუვიწყარ რომანში გადაიზრდება.

კურო

მოვლენები პოზიტიურად განვითარდება, როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. საღამო საქმეებისგან გამოითავისუფლეთ და მშვიდ გარემოში დაისვენეთ.

ტყუპი

მოერიდეთ დაუფიქრებელ ქცევასა და პასუხის გაცემას. ყურადღებით იყავით, არავინ გაგაბათ ეშმაკურად დაგებულ მახეში, განსაკუთრებით, თუ საქმე ფინანსურ საქმიანობას ეხება.

კირჩხიბი

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფებს არ ესმით თქვენი, ზურგი გაქციეს. სინამდვილეში, გადაღლილობისგან თავად ხართ უხასიათოდ. სიმშვიდე და დასვენება გესაჭიროებათ.

ლომი

შეიძლება სხვა გეგმები გქონდათ, მაგრამ მეგობრების მიერ შემოთავაზებულ მგზავრობაზე უარს ნუ იტყვით. საინტერესო და დასამახსოვრებელი თავგადასავლები გელით.

ქალწული

საიდუმლოებები იმ ადამიანებს გაუმხილეთ, ვის ერთგულებაშიც დარწმუნებული ხართ. აგრეთვე, გეგმები გააცანით მათ, ვინც ხელს კი არ შეგიშლით, არამედ დაგეხმარებათ მათ განხორციელებაში.

წაიკითხეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს