30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოთმინებით აღიჭურვეთ და ყურადღებით იმუშავეთ. შეიძლება ან ელექტროტექნიკა გამოვიდეს მწყობრიდან, ან გარშემო მყოფებმა დახმარებაზე უარი განაცხადონ და მარტოს მოგიწიოთ ყველაფრის გაკეთება.

კურო

გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა, შეიძლება ან მაღალანაზღაურებადი სამსახური შემოგთავაზონ, ან საინტერესო და სარფიანი საქმიანობა.

ტყუპი

თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული არ ხართ, გარშემო მყოფებთან ნუ იკამათებთ. პირიქით, ეცადეთ გააუმჯობესოთ მათთან ურთიერთობა.

კირჩხიბი

რთული დღე გელით იმ თვალსაზრისით, რომ გარშემო მყოფების წუწუნის, არაფრისმომცემი საუბრების მოსმენა მოგიწევთ. აგრეთვე ნურავის ენდობით, მოსალოდნელია ტყუილი დაპირებები.

ლომი

ხალისიანი და ენერგიული ხართ და დღეს განწყობას ვერავინ და ვერაფერი გაგიფუჭებთ. კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და პირადი საკითხების მოსაგვრებლად.

ქალწული

დღეს გარშემო მყოფების საქმეებისა და პრობლემების მოგვარებაც თქვენ მოგიწევთ. სამსახურში გამოგიჩნდებათ ახალი პერსპექტივები.

სასწორი

საქმიანი შეხვედრები არაფორმალურ, მეგობრულ სიტუაციებში გამართეთ, ასე უფრო კარგ შედეგს მიაღწევთ. აგრეთვე, მოსალოდნელია საუბრები საინტერესო ადამიანებთან.

მორიელი

დღეს გარშემო მყოფების მრჩეველი და კრიტიკოსი იქნებით. ეცადეთ, ან ტონი შეარბილოთ, ან იუმორით განმუხტოთ რთული სიტუაცია.

გაიგეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს