დედამ ქალიშვილის მოკვლის ნებართვა ითხოვა - 12 წლიანი ტანჯვის საშინელი დასასრული

დედამ ქალიშვილის მოკვლის ნებართვა ითხოვა - 12 წლიანი ტანჯვის საშინელი დასასრული

ეს ამბავი დიდ ბრიტანეთში მოხდა. ქალმა სასამართლო პროცესი მოიგო, რომლის შემდეგაც მიიღო უფლება, მოეკვდინათ მისი 12 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალიშვილი ნენსი.

ნენსი ფიცმორისი მძიმე პრობლემებით დაიბადა – უსინათლო, ჰიდროცეფალიის, მენინგიტისა და სეფსისის დიაგნოზით. პროგნოზები სავალალო იყო – ნენსი ვერც ილაპარაკებდა, ვერც ივლიდა, ვერც შეჭამდა და დალევაც კი არ შეეძლო. მთელი ცხოვრება საავადმყოფოში უნდა გაეტარებინა მედპერსონალის მეთვალყურეობით. დედამ, შარლოტამ, გადაწყვიტა, შვილი არ მიეტოვებინა ასეთ მდგომარეობაში, მიუხედავად უიმედო პროგნოზებისა, სამსახურს თავი დაანება და ცხოვრება მიუძღვნა ქალიშვილს. როგორც ახლა ჰყვება, ყოველ ჯერზე გული ორად ეპობოდა, როცა მისი ქალიშვილი მორიგი ოპერაციის შემდეგ ტკივილებისგან კიოდა და ყვიროდა.

ბოლოს, შარლოტაც დანებდა. და გადაწყვიტა, რომ საკმარისი იყო მისი შვილისთვის ტანჯვა. 12-წლიანი უმძიმესი ცხოვრების შემდეგ მიიღო უმძიმესი გადაწყვეტილება, რომელსაც ალბათ მთელი ცხოვრება ეჭვქვეშ დააყენებს.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს