ნეკერჩხლის ხეზე ქრისტეს ჯვარცმა გამოისახა

ნეკერჩხლის ხეზე ქრისტეს ჯვარცმა გამოისახა

ბრაიან ქვირქი აცხადებს, რომ მამის გარდაცვალებიდან 6 წლის თავზე, მის სახლთან მდებარე ნეკერჩხლის ხეზე ქრისტეს გამოსახულება გაჩნდა. შემთხვევა როუდ-აილენდზე მოხდა. ბრაიანის თქმით, უცნაური სიახლე მან მამის საფლავის მონახულების შემდეგ, ბაღში მუშაობის დროს აღმოაჩინა. "აღსანიშნავია, რომ ეს იმავე ადგილას მოხდა, სადაც მამას უყვარდა ჯდომა ბოლო თვეების განმავლობაში, სანამ იგი კიბოს უმძიმეს დაავადებასთან დამარცხდებოდა", - აღნიშნა მისტერ ქვირქმა მედიასთან საუბრის დროს.

"დედაჩემი ახლა ჩვენთან ერთადაა და ცდილობს გამოჯანმრთელდეს, გულზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ. როგორც მორწმუნე კათოლიკე, იგი თავს კარგად გრძნობს, როცა იცის, რომ ქრისტეს გამოსახულება აქვე ახლოსაა". ოჯახის ახლობელი ნენსი განემი აცხადებს, რომ ეს ფაქტი მინიშნებაა "ზემოდან". "ამ თემაზე საუბარიც კი შვებას მგვრის", - აცხადებს იგი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს