ალა პუგაჩოვას 5 კაცი - პრიმადონას სექს-ისტორიები

ალა პუგაჩოვას 5 კაცი - პრიმადონას სექს-ისტორიები

შარშან რუსული ესტრადის პრიმადონა ალა პუგაჩოვა თავის დიდი ხნის პარტნიორთან, იუმორისტ მაქსიმ გალკინთან ერთად, სუროგატი დედის დახმარებით, ტყუპების დედა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ გალკინი და პუგაჩოვა უკვე 13 წელია ერთად არიან, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მათი დაშორების ან ოჯახური სკანდალების შესახებ. გთავაზობთ ალა პუგაჩოვას ყველაზე ცნობილი რომანების ხუთეულს, რომელმაც სხვადასხვა დროს ხალხი აალაპარაკა.

რაიმონდ პაულსი

ალა პუგაჩოვასა და ლატვიელი კომპოზიტორის რაიმონდ პაულსის რომანზე ხმები დიდი ხნის განმავლობაში დადიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ვარსკვლავი ყოველთვის უარყოფდა ამას. მათ ერთად მხოლოდ რვა სიმღერა შექმნეს, თუმცა მსმენელს, პრიმადონას დიდი რეპერტუარიდან, განსაკუთრებით წყვილის ერთობლივი ნაშრომები დაამახსოვრდა.

ვლადიმერ კუზმინი

როცა ვლადიმერ კუზმინმა და ალა პუგაჩოვამ ერთმანეთი გაიცნეს, ვლადიმერი უკვე მთელ ქვეყანაში ცნობილი მუსიკოსი იყო, მაგრამ მას იშვიათად აჩვენებდნენ ტელევიზიით. კუზმინის ჯგუფის ჩანაწერები ალას ხმის რეჟისორმა მოასმენინა, რის შემდეგაც პრიმადონამ მუსიკოსის გაცნობა გადაწყვიტა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, როკერმა რუსული ესტრადის დედოფალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რის გამოც, მთელი მომდევნო დღეების განმავლობაში ისინი არ დაშორებულან. მალევე ჯგუფი აკრძალეს, რის შემდეგაც ალამ ვლადიმერს მასთან ერთად მუშაობა შესთავაზა. ევგენი ბოლდინმა, რომელიც იმ დროს ალას კანონიერი მეუღლე იყო, კუზმინთან დაკავშირებული ისტორიის შემდეგ სახლი დატოვა. შედეგად, პუგაჩოვამ მუსიკოსი თავისთან გადაისახლა. საზოგადოებისთვის ყველაზე ცნობილი მათი ერთობლივი დუეტი, სახელწოდებით Две звезды გახდა, რომელიც მათთვის იგორ ნიკოლაევმა დაწერა. ერთი წლის შემდეგ, პუგაჩოვას და კუზმინის რომანი დასრულდა. კუზმინი მისი ბინიდან გადავიდა, ხოლო ალას მაშინდელი მეუღლე ისევ პრიმადონასთან დაბრუნდა.

იგორ ტალკოვი

იმის შესახებ, რომ ალას რომანი ჰქონდა 1992 წელს მოკლულ მომღერალთან, იგორ ტალკოვთან მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის. მომღერალმა პუგაჩოვას სიმღერაც კი მიუძღვნა, სახელწოდებით ”ვარსკვლავი”. ტალკოვის ცოლის თქმით, როდესაც იგორი პუგაჩოვას ჯგუფთან ერთად გასტროლებზე მიემგზავრებოდა, იგი მეუღლეს სულიერად დაემშვიდობა, თუმცა, მშვიდად იყო, რადგან ის "კარგ ხელში" მოხვდა.

სერგეი ჩელობანოვი

1991 წლის ნოემბერში, სატელევიზიო ეთერში გამოჩნდა კლიპი, სადაც პუგაჩოვასთან ერთად, პუბლიკის წინაშე სერგეი ჩელობანოვი წარსდგა. ხალხმა მაშინვე აიტაცა ჭორები მათი რომანის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ პუგაჩოვას - ქმარი, ხოლო ჩელობანოვს ცოლი და ორი შვილი ჰყავდა. იმის გამო, რომ სერგეი პრიმადონაზე 10 წლით უმცროსი იყო და ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ალა 1992 წელს შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. დაბრუნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუსმა ექიმებმა პუგაჩოვას კლინიკური სიკვდილის კონსტატაცია მოახდინეს, რომლის დროსაც იგი სასწაულებრივად გადარჩა. ჩელობანოვის და პრიმადონას რომანტიკული ურთიერთობები, საქმიან ურთიერთობებთან ერთად დასრულდა.

ალექსანდრ როზენბაუმი

ალა პუგაჩოვასა და ალექსანდრ როზენბაუმის რომანის შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. ილია რეზნიკი ამტკიცებს, რომ როზენბაუმი ალას მოფერებით "ბუზს" ეძახდა. როგორც პრიმადონასთან დაახლოებული პირი აცხადებს, მათი რომანის შესახებ წლების განმავლობაში მხოლოდ პუგაჩოვას მეუღლემ, ევგენი ბოლდინმა იცოდა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

"ლუნა ყიფშიძე, გვიყვარხარ შენს დაიკოს და ძამიკოებს" - გიორგი ყიფშიძეს მეოთხე შვილი შეეძინა

ნინი გოგიჩაიშვილი უკრაინულ არხზე გადაცემის წამყვანი გახდა

"რატომღაც ყველას ჰგონია,  რომ სექსმუშაკი ვარ..." - ალექსანდრა პაიჭაძე