საშინელებათა ფილმები, რომლებიც ჰელოუინზე უნდა ნახოთ

საშინელებათა ფილმები, რომლებიც ჰელოუინზე უნდა ნახოთ

დღეს ჰელოუინია, მთელ მსოფლიოში ადამიანები საშიშ კოსტუმებში ეწყობიან და მძაფრი ემოციების მიღებას ცდილობენ. ჩვენ წარმოგიდგენთ იმ ფილმების სიას, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება დღევანდელ დღეს და რომლების ნახვაც სასიამოვნოდ გაგატარებინებთ ჰელოუინის საღამოს.

 

The shining

სტენლი კუბრიკის კლასიკური საშინელებათა ფილმი ჟანრის ეტალონი და საზარელი მომენტების საბადოა. გრძელ კორიდორებში ველოსიპედით გადაადგილება ისე, თითქოს უკან ბოროტი ძალების მთელი არმია მოგყვება, შეშლილი ჯეკ ნიკოლსონი ნაჯახით ხელში, პანიკაში ჩავარდნილი შელი დუვალი, თოვლიან ლაბირინთში მორბენალი დენი ლოიდი და რასაკვირველია, ლიფტიდან სისხლის ჩანჩქერი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ”ნათება” ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საშინელებათა ფილმია.

The orphanage

მექსიკას ბოლო წლებში ძალიან ცოტა ფილმი თუ უწარმოებია, რომელიც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც The orphanage. აქ არის დეტექტიური ელემენტები, ზებუნებრივი მისტიკა და გაუნელებელი ინტერესი იმის გაგებისა, თუ რა ხდება, რატომ ხდება და ვინ აკეთებს ამ ყველაფერს.

Halloween

ალბათ იდეალური საშინელებათა ფილმი, რომელიც ჰელოუინზე შეგიძლიათ ნახოთ, არის ჯონ კარპენტერის ”ჰელოუინი”. საერთოდ, სწორედ აქედან წამოვიდა ტრადიცია შემზარავი ისტორიების შესახებ ფილმები გადაეღოთ ყოველ წელს. ამიტომ, თუ ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად უყურეთ.

Let the right one in

შვედური ფილმი თანამედროვე საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. ვამპირული თემატიკა გადაყვანილია უფრო მეტად დრამატულ მედიუმში, მაგრამ დაძაბული ატმოსფერო და სულისშემძვრელი ეპიზოდები აქ გაცილებით ბევრია.

The exorcist

პირველი საშინელებათა ფილმი, რომელიც ოსკარზე წარადგინეს. ემოციური და ფსიქოლოგიური განგაშის გამომწვევი სიუჟეტი საუკეთესოდ ახდენს რელიგიური და ამოუცნობისადმი შიშის ილუსტრაციას. რელევანტური ვიზუალური ეფექტები და გრიმი თქვენში მძაფრი ემოციების გამოწვევას უპრობლემოდ მოახერხებს.

Cabin in the woods

რეალურად “koteji tyeSi” "ჰორორზე" მეტად ამ ჟანრის დეკონსტრუქციაა. სცენარისტებმა აბსოლუტურად ყველა საშინელებათა ფილმის სიუჟეტის ერთ ფილმში ამოხსნა მოახერხეს. ამის შემდეგ შეუძლებელია საშინელებათა ჟანრის სურათს უყურო ისე, რომ არ გაავლო პარალელი ამ ფილმთან. გარდა იმისა, რომ დრიუ გოდარის სურათი სავსეა ნოვატორული იდეებით, ამასთან, ძალიან მხიარული და სასაცილო სანახავია. და ეს უახლესი წარსულის ყველაზე მშვენიერი კინოპარადოქსია.

The thing

ჯონ კარპენტერი საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია. მისი ფილმოგრაფია იდეალური შესავალია ამ ჟანრის გასაცნობად. ”რაღაც” ძალიან ატმოსფერული და ცივი ფილმია, ანუ მოქმედება ანტარქტიდაზე მიმდინარეობს. საოცრად მისტიკური, ამოუცნობი და ვიზუალურად შთამბეჭდავი სანახაობა დასასრულს დიდი დილემის წინაშე დაგტოვებთ და კარგა ხანს გაფიქრებთ იმაზე, თუ როგორი ინტერპრეტაცია უნდა მისცეთ დასასრულს.

Evil dead 2

”ბოროტი მკვდრები” რევოლუციური და ნოვატორული ფილმია. რეჟისორმა სემ რეიმიმ მოახერხა და მიზერული ბიუჯეტის ფარგლებში გადაიღო ბრწყინვალე საშინელებათა ფილმი, რომელიც ერთ სცენაში ძრწოლვას, მეორეში კი შეუჩერებელ ხარხარს იწვევს. თან ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ფილმი სიქველია და თან თითქმის იდენტურად იმეორებს პირველწყაროს სიუჟეტს. მიუხედავად ამისა, ფილმი მოულოდნელი ეპიზოდებით, საშიში მომენტებით და არაპროგნოზირებადი სიუჟეტური განვითარებით არის დახუნძლული.

Alien

რიდლი სკოტმა საშინელებათა ჟანრი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა, როდესაც მოქმედება ღია კოსმოსში გადაიტანა. კლაუსტროფობიული შეგრძნებები, ამოუცნობის შემაძრწუნებელი შიში და დაძაბულობის გრძნობა ფილმის თანმდევი ფაქტორებია. სპეც-ეფექტები და დეკორაციები დღემდე არ მოძველებულა და ისევ ცოცხალ სანახაობას გვთავაზობს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს