პრინცესა დაიანას დიეტა – 14 დღე და საოცარი შედეგი

პრინცესა დაიანას დიეტა – 14 დღე და საოცარი შედეგი

დიეტა ზოგადად იმისთვისაა, რომ სხეულის წონამ დაიკლოს. წონის მატებას კი როგორც წესი, ორგანიზმში სხვადასხვა ფუნქციის მოშლა იწვევს. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა ბულემიაა - მადის უკონტროლო და უცბად მომატება.

ამ პრობლემის წინაშე ცნობილებიც დგებიან, რომელთა შორის პრინცესა დიანაც იყო. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ ამ დაავადებით იტანჯებოდა. მისმა აღიარებამ ყველა მიახვედრა, ამ დაავადების გლობალურობა.

ინგლისელმა სპეციალისტებმა ბულემიასთან საბრძოლველად სწორი კვების ახალი მეთოდს მიაგნეს, რომლის ეფექტურობაც ლედი დიმ დაადასტურა.

მაინც რაში მდგომარეობს პრინცესა დიანას დიეტა?

ამ დიეტის წარმატებისთვის აუცილებელია მენიუს მკაცრი დაცვა.

პირველად დილის 8-9 საათზე უნდა იკვებოთ. მიირთვით გრილზე შემწვარი ბეკონი, მოხარშული თევზი და პურის ორი პატარა ნაჭერი, რომელზეც შეგიძლიათ წაუსვათ თაფლის, ან კარაქის თხელი ფენა. დესერტად შეგიძლიათ მიირთვათ ცოცხალი ხილი. საათის ან საათნახევრის შემდეგ დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი.

სადილი შედგება ბულიონისგან და ერთი დიდი ან ორი პატარა კარტოფილისგან, რომელიც კანიანად უნდა მოხარშოთ. კარტოფილი შეგიძლიათ მიირთვათ თევზთან, ხორცთან ან კვერცხთან ერთად. კარტოფილის შემცვლელად შეგიძლიათ მიირთვათ, პურის პატარა ნაჭერი, რომელზეც ძალიან თხელი კარაქის ფენა იქნება გადასმული. სადილის დესერტად შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულის სალათა და ხილი. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ სუსტი ჩაი რძით.

ვახშმად კი შეგიძლიათ მიირთვათ ის, რაც სადილზე ბოლომდე ვერ შეჭამეთ. ამაში მდგომარეობს დიეტის მთელი ეშმაკობა.

თუ სადილზე ყველაფერი მიირთვით, მშიერი დარჩებით. და ვახშამზე მხოლოდ წყლის დალევა მოგიწევთ. განაგრძეთ კითხვა

ხელის თხოვნა მყინვარწვერზე -  რომანტიკული სიყვარულის ამბავი და წყვილი, რომელიც სოციალური ქსელების  ფავორიტი გახდა

საინტერესო ფაქტები კახი კალაძის ექიმ სიდედრზე, რომლის მამაც "კულინარიელების საძმოს“ მსხვერპლი გახდა

"ბიჭმა მისწერა, ცეცხლს წაგიკიდებ და გიყურებ, როგორ დაიწვებიო"- როგორ წაუკიდა 23 წლის გოგონას შეყვარებულმა ცეცხლი და როგორი ურთიერთობა  ჰქონდა წყვილს მანამდე