მეცნიერებმა სიბერის პროცესის შეჩერება მოახერხეს

მეცნიერებმა სიბერის პროცესის შეჩერება მოახერხეს

ჰარვარდისა და ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტების მკვლევართა ჯგუფმა, საოცარი აღმოჩენის შესახებ განაცხადა. მეცნიერთა თქმით, მათ შეძლეს თაგვებში დაბერების პროცესის შეჩერება. როგორც მეცნიერებმა მოგვიანებით განმარტეს, ნატურალური პროტეინებისა და მოლეკულების მეშვეობით, მათ შეძლეს, ასე ვთქვათ, გაეთიშათ ის გენები, რომლებიც დაბერების პროცესს "უზრუნველყოფენ" და გაეაქტიურებინათ ე.წ. "ახალგაზრდა" გენები.

ამ დროისთვის, მსგავსი ექსპერიმენტები მხოლოდ ლაბორატორულ თაგვებზე ჩატარდა, თუმცა, მეცნიერთა თქმით, მათ უკვე დაიწყეს კლინიკური ცდების პირველი ეტაპის ჩატარება ადამიანებზე. "ჩვენ აღმოვაჩინეთ გენები, რომლებიც აკონტროლებენ, როგორ ებრძვის სხეული დაბერების პროცესს და თუკი სწორი აქტივირება მოხდება, მათ ძალიან ძლიერი ეფექტი აქვთ, მათ სიბერის პროცესის უკან შემობრუნებაც კი შეუძლიათ, ყოველი შემთხვევისთვის, თაგვებში მაინც," - განაცხადა პროფესორმა დევიდ სინკლერმა, რომელიც მეცნიერთა ჯგუფს ხელმძღვანელობს.

მეცნიერები იმედს გამოთქვამენ, რომ შეძლებენ NMN წამლის შექმნას, რომელიც შეაჩერებს ადამიანების უჯრედებში - დაბერების და წამოიწყებს გაახალგაზრდავების პროცესს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს