მიცვალებულთა ნეშთისგან ბრილიანტის მომზადება დაიწყეს

მიცვალებულთა ნეშთისგან ბრილიანტის მომზადება დაიწყეს

"Día de los Muertos" - მიცვალებულთა მექსიკური დღეა, რომელიც 1-ელ და 2 ნოემბერს აღინიშნება. ამ დროს ადამიანები საფლავებზე გადიან. ითვლება, რომ სწორედ ამ დღესასწაულზე სტუმრობენ გარდაცვლილი ადამიანების სულები საკუთარ სახლებს.

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ეგუებიან ახლობელთა სიკვდილს, ერთ-ერთმა საიუველირო კომპანიამ უჩვეულო გამოსავალი იპოვა. ”ალგორდანზა” - შვეიცარიაში დაარსებული კომპანიაა, რომელიც ე.წ. ”მოსაგონებელ ბრილიანტებს” ქმნის. ეს არის კრემაციის შემდეგ ნარჩენების ძვირფას ქვებად გადაქცევის პროცესი.

როგორც ცნობილია, ადამიანის ორგანიზმის დაახლოებით, 18% ნახშირბადისგან შედგება - ელემენტისგან, რომლისგანაც შედგება ბრილიანტი. ”ალგორდანზის” სპეციალისტები მუშაობენ ნახშირბადის იმ 2%-თან, რომელიც კრემაციის შემდეგ რჩება. მას შემდეგ, რაც გრაფიტს 2700 გრადუსამდე აცხელებენ, მისი დაპრესვა ხდება, რაც ალმასების შექმნის რეალური პროცესის იმიტაციას წარმოადგენს. ქვის ფერი ძირითადად, ფერფლში არსებული ბორის რაოდენობით არის განპირობებული. საინტერესოა, რომ ძვირფასი ქვების შექმნა 4 500 დოლარი ღირს, მაშინ, როცა ზოგიერთ ქვეყანაში მიცვალებულის დაკრძალვა უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

7 თებერვლამდე ვენერა თევზებშია - ვის რა ელის სასიყვარულო ასპარეზზე და როგორ იმოქმედებს ეს დრო ჩვენს ფინანსებზე

მამაკაცის სკანდალური სტილი 2020 წელს - "ნუთუ, ეს არის კრეატივი და მოდა?"

"სექსი დიდ ქალაქში": ფეხბურთელებმა 22 იტალიელი მოდელი სპეციალური რეისით ინგლისში ჩაიყვანეს  - სკანდალური ღამის დეტალები