ქალმა 60 წლის განმავლობაში ატარა მკვდარი ნაყოფი

ქალმა 60 წლის განმავლობაში ატარა მკვდარი ნაყოფი

92 წლის ჰუანგ იკუნი მუცლის არეში ტკივილს უჩიოდა, რის გამოც ექიმთან მივიდა. გამოკვლევის შემდეგ, ქალის ისტორია ნამდვილი სენსაცია გახდა. მოხუცი ქალის მუცელში ბავშვის ნაყოფი აღმოაჩინეს, რომლითაც იგი 1948 წელს, ანუ 60 წლის წინათ, იყო ორსულად. ზოგადად, მსგავსი შემთხვევა ძალიან იშვიათია და სახიფათო, თუმცა, ჰანგი რაღაც სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. უფრო მეტიც, მან მთელი ცხოვრება მკვდარი ნაყოფით გაატარა.

მისი თქმით, შორეულ წარსულში ოპერაცია საკმაოდ ძვირი ღირდა, რისი სახსრებიც მას არ გააჩნდა. ამიტომ გადაწყვიტა არაფერი გაეკეთებინა. მოცემულ სიტუაციაში ყველაზე საინტერესო ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა, რომელმაც ჩვილის მუმიფიცირება მოახდინა. შეგეხსენებთ, რომ მედიცინის ისტორიაში მსგავსი ფაქტები ძალიან იშვიათია. თუმცა, ჰუანგის ისტორია ნამდვილად უნიკალურ შემთხვევას წარმოადგენს, რადგან აქამდე არავის უტარებია მკვდარი ნაყოფი სამოცი წლის განმავლობაში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს