მამალ სელაპებს პინგვინებთან აქვთ სექსი

მამალ სელაპებს პინგვინებთან აქვთ სექსი

წლების წინ, ცნობილმა ბრიტანელმა მკვლევარმა ჯორჯ მიურეი ლევიკმა პინგვინებისთვის დამახასიათებელი სექსუალური გარყვნილების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მისი თქმით, პინგვინებში საკმაოდ პოპულარულია ნეკროფილია და მდედრ პინგვინებზე სექსუალური ძალადობა.

ამჯერად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პინგვინებთან სექსუალურ კონტაქტს, ცხოველთა სამყაროს ისეთი მოზრდილი წარმომადგენლები ამყარებენ, როგორებიც სელაპები არიან. უჩვეულო სექსუალური აქტი, პირველად 2006 წელს დააფიქსირეს, როდესაც მარიონის კუნძულებზე მეცნიერები, ე.წ. სამეფო პინგვინების და სელაპების შეჯვარების მომსწრენი გახდნენ. იმ დროისთვის, მკვლევარებმა მომხდარი შემთხვევითობად მონათლეს და ფაქტი, სელაპების მიერ საკუთარი ტერიტორიების დაცვის მიზნით გამოვლენილ აგრესიად მიიჩნიეს. თუმცა, მოგვიანებით, ისინი კიდევ რამდენჯერმე წააწყდნენ მსგავს შემთხვევას. აღმოჩნდა, რომ ასეთი შემთხვევები მამრობითი სქესის სელაპებისთვის იშვიათობას სულაც არ წარმოადგენს. ამ დრომდე დაუდგენელია, რომელი სქესის პინგვინებთან ამყარებდნენ სექსულურ ურთიერთობას მამალი სელაპები.

მომზადებულია www.iflscience.com-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს