საინტერესო ფაქტები შავ ზღვაზე

საინტერესო ფაქტები შავ ზღვაზე

შავ ზღვაში ცხოველთა სამყაროს 2500 წარმომადგენელი იყრის თავს. შავი ზღვის ფსკერზე შეგვიძლია გადავაწყდეთ არა მხოლოდ ხამანწკებს, მოლუსკებსა და მიდიებს, არამედ რაპანასაც, რომელიც ძირითადად პეტრე დიდის ყურესა და იაპონიის სანაპიროებთან ბინადრობს. თუმცა, XX საუკუნის 30-იან წლებში გემებს შემოყვა და დიდი რაოდენობით გამრავლდა.

ყველაზე საშიში თევზი, რომელიც შავ ზღვაში ბინადრობს,  შხამიანი ზღვის დრაკონია, რომლის ჩხვლეტა არა მხოლოდ მტკივნეულია, არამედ ზოგჯერ მომაკვდინებელიც.

შავ ზღვას ერთადერთ დიდი ნახევარკუნძული აქვს - ყირიმის.

შავ ზღვაში ისეთი ძუძუმწოვრები ბინადრობენ, როგორებიც არიან: ზღვის გოჭი, სელაპი და ორი ჯიშის დელფინი.

მთები, რომლებიც შავ ზღვას გარშემო აკრავს, გამუდმებით იზრდება, ისევე, როგორც თვითონ ზღვა. განსხვავება იმაშია, რომ მთელი ასწლეულის განმავლობაში მთები მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრით იზრდებიან, ხოლო ზღვა იგივე დროის განმავლობაში, 20-25 სანტიმეტრით მატულობს. ზღვის ფსკერზე გაუჩინარდა უძველესი ქალაქი ტამანი.

შავი ზღვა თითქმის არ იყინება, გამონაკლისია უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილები,რომეკიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ იფარება ყინულის თხელი ფენით.

შავი ზღვის წყლები მარმარილოსა და ეგეოსის ზღვებთან შედარებით, დიდი რაოდენობით პლანქტონებს შეიცავს, ხოლო ნაპირებთან დეტრიტსა და თიხოვან ნალექებს, რაც მის მუქ ფერს განაპირობებს. შავი ზღვა ზაფხულის ბნელ ღამეებში ზოგჯერ ანათებს, განსაკუთრებული ვერცხლისფერი შუქით - ანათებენ ტალღები, რომლებიც ნაპირებს ეხეთქებიან, გრილდება წყალი, რომელიც წარმოიქმნება ნავის ხოფთან და მყვინთავი ადამიანი წყალში მანათობელ კვალს ტოვებს.

ქიცვიანი ზვიგენი - ერთადერთი ზვიგენია, რომელიც შავ ზღვაში ბინადრობს. თუმცა, სანაპიროსთან ახლოს მისი შემჩნევა თითქმის შეუძლებელია, მისი ადამიანების მიმართ შიშის გამო.

მედეა სარიშვილი

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს