საიდუმლოებით მოცული ისტორიული ობიექტები

საიდუმლოებით მოცული ისტორიული ობიექტები

დედამიწაზე უამრავი ადგილია, რომელთა ისტორია საიდუმლოებითაა მოცული. წლების განმავლობაში მუშაობენ მეცნიერები, რათა მათი წარმომავლობის ისტორია გაარკვიონ. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს.

ქარნაკის ქვები - ეს 3000-ზე მეტი ქვისგან შემდგარი ერთგვარი კოლექციაა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ქარნაკის გარშემოა განლაგებული. არქეოლოგების ვარაუდით, ქვები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4500-3300 წლებში აღმართეს. ქვების შესახებ უამრავი მოსაზრება არსებობს. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ქვებს კავშირი აქვთ ასტრონომიასთან და ერთგვარ ობსერვატორიას წარმოადგენენ. სხვა თეორიების თანახმად, ქვებს, როგორც პრიმიტიულ სეისმოგრაფს, ისე მოიხმარდნენ.

ქვის სფეროები - კოსტა-რიკაში აღმოჩენილი ქვის სფეროების რაოდენობა 200-ს აღემატება. მათი ზომა რამდენიმე სანტიმეტრიდან 2 მეტრამდე მერყეობს. სფეროები ჩვენს წელთაღრიცხამდე 1550-300 წლებს განეკუთვნება. ზოგიერთი ლეგენდის თანახმად, სფეროები წარმოშობით ცნობილი ატლანტიდიდან არის. ზოგი ფიქრობს, რომ ქვების შემქმნელი სპეციალურ ნახარშს ფლობდა, რომელსაც კლდეების დარბილება შეეძლო.

მოაი - დაპრესილი ვულკანური ფერფლისგან დამზადებული ქვის ქანდაკებებია აღდგომის კუნძულზე. მოაის ყველა ქანდაკება მონოლითურია, ანუ ქვის ერთი ნატეხისგან არის დამზადებული. მათი წონა ზოგჯერ 20 ტონასაც აღწევს, სიმაღლე კი 6 მეტრს. კუნძულზე მდებარე რანო-რარაკუს კრატერის ფერდობზე ნაპოვნია 20 მეტრამდე სიმაღლისა და 270 ტონა სიმძიმის დაუსრულებელი ქანდაკება. აღდგომის კუნძულზე სულ 887 ასეთი ძეგლია. ყველა მოაი, გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, კუნძულის სიღრმისკენ იმზირება და არა ოკეანისკენ. ისტორიკოსები და არქეოლოგები ამ დრომდე ვერ ხსნიან, რა მიზნით დადგეს ქანდაკებები და რატომ არ დაასრულეს ისინი.

გიობეკლი ტოპე - თურქეთში არსებული ეს სკულპტურა მსოფლიოში ყველაზე ძველია და 10 000-9000 წლით თარიღდება. კონსტრუქციაზე, კერძოდ კი, ბოძებზე სხვადასხვა მტაცებელი ცხოველების გამოსახულებებია. ზოგიერთი ბოძის წონა 20 ტონაა. მიიჩნევა, რომ ეს სკულპტურა ჯერ კიდევ დამწერლობის, რელიგიების წარმოშობამდე იყო შექმნილი. როგორ ააშენეს, ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს