ქალთა წინდაცვეთის სასტიკი ტრადიცია, რომელიც ამ დრომდე გრძელდება

ქალთა წინდაცვეთის სასტიკი ტრადიცია, რომელიც ამ დრომდე გრძელდება

ქალთა წინდაცვეთა ერთგვარი ოპერაციაა, რომლის დროსაც, ქალთა გენიტალიების ამოკვეთა ან ტრავმირება ხდება. 2008 წლის მონაცემების მიხედვით, აფრიკაში 140 მილიონი წინდაცვეთილი ქალი ცხოვრობს. პრაქტიკა ძირითადად აფრიკის კონტინენტზეა გავრცელებული, თუმცა, საუდის არაბეთსა და ინდონეზიაშიც გვხვდება. ქალთა წინდაცვეთის პირველი მაგალითები ეგვიპტეშია დაფიქსირებული. კლიტორზე ქირურგიული ოპერაციები ინკების დედაქალაქ კუსკოშიც არის გავრცელებული, სადაც ამარუკანჩას ტაძარში გოგონების წინდაცვეთა ერთგვარ რიტუალს წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცედურას არც ერთი რელიგია არ მიესალმება, მას ძირითადად ისლამურ სახელმწიფოებში ახორციელებენ. თუმცა, ქრისტიან-კოპტებშიც გვხვდება. როგორც ცნობილია, ქალთა წინდაცვეთის ყველა ფორმა კატეგორიულადაა აკრძალული ისლამში, რადგან ეწინააღმდეგება მის ნორმებს და დიდ ზიანს აყენებს ქალის ფსიქიკას და ფიზიკურ ჯანმრთელობას.

ფოტოგრაფმა ზიგფრიდ მოდოლამ შეძლო დასწრებოდა ამ სასტიკ რიტუალს, რომელიც პოკოტის ტომში, ქორწინებამდე შესასრულებელ აუცილებელ რიტუალად ითვლება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, კენიაში მცხოვრები ქალების მეოთხედს აქვს წინდაცვეთა გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს, ქვეყნის მთავრობამ აკრძალა მსგავსი პრაქტიკა, კენიელი გოგონები, განსაკუთრებით ღარიბი ოჯახების წარმომადგენლები ჯერ კიდევ იძულებულები არიან მისდიონ ამ სასტიკ ტრადიციას.

იხილეთ გალერეა

"ვარდისფერი სავსე მთვარის“ ფოტოები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან

ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ - ნახეთ ემოციური ფოტოები ვირტუალური გამოფენიდან

8 აპრილის სუპერსავსემთვარეობა, როგორიც ბოლოს 12 წლის წინ იყო - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს და ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად