კამერუნელი ფეხბურთელი გურიას ვერ ივიწყებს - ''ფერადკანიანზე ბევრისთვის გათხოვება პრობლემაა''

კამერუნელი ფეხბურთელი გურიას ვერ ივიწყებს - ''ფერადკანიანზე ბევრისთვის გათხოვება პრობლემაა''

ქართულ ფეხბურთში საქმე ყოველწლიურად უკან მიდის. ძნელია დაიჯერო, რომ ვინმე საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე იოცნებებს, თუმცა ასეთი ფაქტებიც არსებობს. კამერუნელი ფეხბურთელი არნაუდ ჩუენსუმი წლებია, საქართველოში თამაშობს. შევეცადეთ, გაგვერკვია, რატომ გადაწყვიტა შორეული ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვლა. სხვათა შორის, ჩვენი რესპონდენტი ქართულად მშვენივრად ლაპარაკობს.

- არნაუდ, საიდან ხარ წარმოშობით?

- კამერუნში დავიბადე. ექვსი წელია, საქართველოში ვარ. თქვენს ქვეყანაში ფეხბურთმა ჩამომიყვანა. ჩემი ძმა - ჩასემი, წლების განმავლობაში ზესტაფონში თამაშობდა. მეც მისი გზა გავიარე. კამერუნში სკოლა რომ დავამთავრე, მას მერე აქ ჩამოვედი.

- როგორი იყო შენი შთაბეჭდილებები, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნახე? ალბათ, ძალიან გაგიჭირდა სამშობლოდან შორს ცხოვრება.

- საქართველოში რომ ჩამოვედი, ამ ქვეყანაზე არაფერი ვიცოდი. ძმამ მკითხა, მინდოდა თუ არა ამ ქვეყანაში ფეხბურთის თამაში, ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია და ჩამოვედი. მაინტერესებდა, როგორი ქვეყანა იყო. ენა საერთოდ არ ვიცოდი და შეგუება გამიჭირდა. თავიდან ზესტაფონში ვთამაშობდი, სადაც ინგლისური არავინ იცოდა. ჩემთვის ყველაფერთან შეგუება ძნელი იყო. მერე ნელ-ნელა ენა ვისწავლე.

- ძმა ახლა სად თამაშობს?

- კამერუნში დაბრუნდა და ერთ-ერთ გუნდშია.

- ჩვენს ქვეყანაში თავს კარგად გრძნობ?

- ცუდად რომ ვყოფილიყავი, ექვსი წელი როგორ გავჩერდებოდი?

- ქართული მასწავლებლის დახმარებით ისწავლე?

- რთული ენაა, მაგრამ თანაგუნდელებთან ურთიერთობისას ვასწავლე.

- რას იტყვი ქართულ ფეხბურთზე?

- ჩემი აზრით, საქართველოს ჩემ-პიონატზე ადრე უფრო კარგად თამაშობდნენ, მაგრამ ახლა ამ სპორტს ყურადღება არ ექცევა. ფინანსური პრობლემებია. საქართველოს ჩემპიონატში ბევრი გუნდია. უფრო დიდი დაფინანსების პირობებში, რა თქმა უნდა, ფეხბურთის დონეც მაღალი იქნებოდა. თბილისის დინამო, ზესტაფონი, ბათუმის დინამოც კარგი გუნდებია მეტ-ნაკლებად. დანარჩენები ვერ თამაშობენ. იმედია, რამდენიმე წელიწადში მდგომარეობა გამოსწორდება.

- რამდენ ხანს აპირებ საქართველოში დარჩენას?

- ფეხბურთი ისეთი რამაა, რომ წინასწარ ვერაფერს გათვლი. შეიძლება, ორი წელი ვითამაშო საქართველოში, შეიძლება, უფრო დიდხანს დავრჩე. ყველა ფეხბურთელს უნდა, რომ უფრო დიდი ფეხბურთი ითამაშოს. ჯერ ვერსად წავალ. ახლა ვერ ვვარჯიშობ, რადგან ექვსი თვეა, ფეხი მოტეხილი მაქვს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს