ეს ქალი განქორწინებას აპირებდა - საბოლოოდ, მათ ოჯახში საოცარი ისტორია დატრიალდა

ეს ქალი განქორწინებას აპირებდა - საბოლოოდ, მათ ოჯახში საოცარი ისტორია დატრიალდა

განქორწინება ნამდვილად არასასიამოვნო პროცესია. მას სტრესის გარეშე ვერ გადაიტან. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ გაქორწინებულ ადამიანებს, გადატანილი სტრესის გამო გარკვეულწილად შერყეული აქვთ როგორც ემოციური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობა. ყველაზე მეტად კი ამ დროს ბავშვები ზარალდებიან.

გთავაზობთ ერთ-ერთი ქალბატონის წერილს, რომელიც განქორწინებას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ მისი ოჯახის ისტორია სულ სხვა მიმართულებით წავიდა. იქნებ ამ წერილმა თქვენს ურთიერთობაშიც შეცვალოს რამე და ის ადამიანი, ვისი წარსულში დატოვებაც გქონდათ გადაწყვეტილი, სულ სხვა თვალით დაგანახოთ.

"მაქსიმალურად ვაჭიანურებდი ამ მომენტს და აი, ეს დღეც დადგა. დღე, როცა ჩემი ქმარი, ბილი სამსახურში წავიდა, მე კი ბარგი ჩავალაგე, მოვკიდე ხელი ჩემს 2 წლის ბიჭუნას და ჩემს მშობლებთან გადავბარგდით. დედამ მითხრა, რომ ის და მამაჩემი ყველაფერში დამეხმარებოდნენ და გვერდით დამიდგებოდნენ.

"ოღონდ მანამდე, სანამ ქმრისგან საბოლოოდ წამოხვალ, ერთი თხოვნა შემისრულე", - მითხრა დედამ და წინ სუფთა ფურცელი დამიდო. შუაში ვერტიკალური ხაზი გაავლო და მთხოვა, ერთ ნაწილში ჩამეწერა თვისებები, რომელიც ქმარში ყველაზე მეტად მაღიზიანებდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ფურცლის მეორე ნაწილში დადებითი თვისებების ჩამოწერას მთხოვდა და ისიც ვიცოდი, რომ მეორე სია ძალიან მოკლე იქნებოდა.

აი, რა დავწერე პირველ ნაწილში:

ბილი სულ აქეთ-იქეთ ყრის თავის ნივთებს

არასოდეს მეუბნება, სად მიდის

სუფრასთან პირს აწკლაპუნებს და სხვა გულისამრევი ჩვევებიც აქვს.

არასოდეს მიკეთებს საჩუქრებს

ძუნწია და ფულს ხელიდან ვერ გააგდებინებ

საოჯახო საქმეებში არ მეხმარება

სულ ჩუმადაა, ხმას არ მცემს...

გვერდი ჩათავდა, არადა კიდევ ბევრის დაწერას ვაპირებდი. თან ჩემი გადაწყვეტილება უფრო გამართლებულად მომეჩვენა - აბა რომელი ქალი გაძლებდა ამ მონსტრთან.

ფურცლის მეორე ნაწილის შევსების დრო დადგა. არ გამართლდა ჩემი მოლოდინი.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს