ვლადიმერ პუტინი კარატეს მერვე დანის მფლობელი გახდა

ვლადიმერ პუტინი კარატეს მერვე დანის მფლობელი გახდა

ვლადიმერ პუტინს კეკუსინ კანის მერვე დანი მიაკუთვნეს, - ამის შესახებ რუსული მედია, კეკუსინ კანის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის, კარატეში იაპონიის ჩემპიონის, ხაცუო როიამას წერილზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინი ბავშვობიდანაა გატაცებული აღმოსავლური ორთაბრძოლებით, ხოლო იაპონელი ოსტატები აფასებენ პუტინის წვლილს ამ სპორტის პოპულარიზაციის საქმეში. "ძიუდოზე ჯერ კიდევ ბავშვობაში შევედი და სერიოზულად დავინტერესდი აღმოსავლური ორთაბრძოლებით, მათი განსაკუთრებული ფილოსოფიითა და მეტოქესთან ურთიერთობის კულტურით",  - აცხადებს პუტინი. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტი ტაეკვანდოში მეცხრე დანის მფლობელი გახდა.

იხილეთ გალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს