დედამიწის მოსახლეობისთვის 2015 წელი ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური წელი გახდება

დედამიწის მოსახლეობისთვის 2015 წელი ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური წელი გახდება

ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, ახალი 2015 წელი, რომელიც ცხვრის (თხის) ჰოროსკოპის ნიშნის ქვეშ გაივლის, გაცილებით პოზიტიური იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი.

2015 წელი, კარგი პერიოდია ახალი ტერიტორიებისა და ახალი კონტაქტების მოძიების მხრივ. იგი განსაკუთრებით წარმატების მომტანი იქნება ხელოვანი ადამიანებისთვის. მრავალი ასტროლოგი აღნიშნავს, რომ ახალი წელი ადამიანებს დაეხმარება დიდი ხნის წინ არსებული კონფლიქტებისა და პრობლემების მოგვარებაში. დასტაბილურდება მსოფლიოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა. საგრძნობლად გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრების დონე, ხოლო კრიზისი რომელიც წლების განმავლობაში მრავალ სახელმწიფოს აწუხებდა, დასასრულს მიუახლოვდება. ასტროლოგენის თქმით, 2015 წელს კაცობრიობას დიდი შანსი აქვს, დიდი ცვლილებები განახორციელოს და შეცვალოს მსოფლიოში არსებული ვითარება. ცხვრის (თხის) წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამახასიათებელი ნიშანი ეკონომიკური კეთილდღეობაა, რომელიც მრავალი ადამიანის ოჯახში დაისადგურებს.

ასტროლოგების თქმით, დადებითი ძვრების მთავარი მიზეზი რამდენიმე ასტროლოგიური ფაქტორია, რომელთა შორის პლანეტების ასპექტების ცვლა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ 2015 წლის პირველ ნახევარში დასრულდება ის უარყოფითი პროცესები, რომლებმაც დასაბამი ჯერ კიდევ წლების წინ აიღეს. 2015 წლის ზაფხულში დედამიწაზე მომხდარი პოზიტიური მოვლენები საგრძნობლად გადაფარავს ნეგატივს. მრავალი ქვეყნის მოსახლეობას დაუბრუნდება ხვალინდელი დღის იმედი.

მართალია, ახალი წლის ყველა დეტალის წინასწარმეტყველება არც თუ ისე მარტივია, თუმცა, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ 2015 წელს მომხდარი პოზიტიური მოვლენები ნამდვილად დაუვიწყარი იქნება ყველა ადამიანისთვის.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს