გერმანული წიგნი, რომელშიც ქართული სამზარეულო რუსულად გამოაცხადეს

გერმანული წიგნი, რომელშიც ქართული სამზარეულო რუსულად გამოაცხადეს

სოციალურ ქსელ"ფეისბუქში" ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა გერმანული წიგნის ფოტო ატვირთა, წარწერით: "გერმანულმა გამომცემლობა H.F.Uლლმანნ-მა აი ასეთი ძვირფასი წიგნი გამოსცა, რომელსაც აუცილებლად გავაპროტესტებთ!!!" წიგნის ყდის ერთი შეხედვაც საკმარისია იმის გასაგებად, რომ გამომცემლობამ ქართული სამზარეულო სომხურ, უკრაინულ და აზერბიჯანულ სამზარეულოებთან ერთად, რუსულად მიიჩნია. რასაც ცნობილი ქართველების და არა მარტო მათი დიდი აღშფოთება მოჰყვა. როგორც გაირკვა, წიგნში ასევე შეტანილია დამახინჯებული რუკა.

დეა მეტრეველი:

- ეს ფოტო ჩემმა კოლეგამ მომაწოდა და ბერლინის წიგნის ერთ-ერთ მაღაზიაში გადაღებული... გაპროტესტებას ვაპირებთ ოფიციალური წერილით, ამ ეტაპზე კონსულტაციებს გავდივართ. პრეცედენტი უნდა შეიქმნას, რომ უცხოურმა გამომცემლობამ ასეთი არაკორექტული და რუსოფილური წიგნის ყდისა და წიგნში წარმოდგენილი გეორგრაფიული რუკების გამო ბოდიში მოიხადოს!!!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს