უსასრულო კოსმოსი და ჩვენი ადგილი სამყაროში - "სამარცხვინოა, დადიოდე დედამიწაზე და არაფერი იცოდე მასზე"

უსასრულო კოსმოსი და ჩვენი ადგილი სამყაროში - "სამარცხვინოა, დადიოდე დედამიწაზე და არაფერი იცოდე მასზე"

გერმანელი კლასიკოსის ერიხ მარია რემარკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანის "სამი მეგობარის" გმირი ასეთ ფრაზას ამბობს: "სამარცხვინოა, დადიოდე დედამიწაზე და თითქმის არაფერი იცოდე მასზე". ქვემოთ წარმოდგენილი ფაქტები დაგეხმარებათ, არა მხოლოდ მეტი გაიგოთ ჩვენს პლანეტაზე, არამედ გადააფასოთ საკუთარი ცხოვრებისეული ღირებულებები. ჩვენ უსასრულო სამყაროს მხოლოდ პატარა ნაწილები ვართ, თუმცა, ამით თითოეული ჩვენგანის მნიშვნელობა არ მცირდება. პირიქით, ის ფაქტი, რომ ადამიანი რაღაც უსასრულოს და ძალიან დიდის ნაწილია, ჩვენს არსებობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ეს არის დედამიწა, ადგილი, სადაც შენ ცხოვრობ. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე.

ეს მზის სისტემაში არსებული შენი "სამეზობლოა", რომელიც მზისა და მის გარშემო მოძრავი გრავიტაციულად ჩაჭერილი ასტრონომიული ობიექტებისაგან შედგება. მზის სისტემაში პლანეტათა უმეტესობა მეორად სისტემებს ფლობს, რომელიც მათ გარშემო მოძრავი პლანეტარული ობიექტებია - ბუნებრივი თანამგზავრები, მთვარეები ან გაზური გიგანტების შემთხვევაში - პლანეტარული რგოლები.

მანძილი დედამიწიდან მთვარემდე

მთვარედან დედამიწამდე არსებული მანძილი დაახლოებით, 384 400 კილომეტრია. ამ მონაკვეთში შეიძლება განლაგდეს ჩვენი მზის სისტემის ყველა პლანეტა.

ცა, რომელსაც შენ ღამით ხედავ, ამ ყვითელ წრეშია მოთავსებული

სატურნისა და დედამიწის ზომა. სატურნის პირველი ფოტოსურათი "პიონერ 11"-მა 1979 წლის სექტემბერში გადაიღო 20 000 კმ -ის მანძილიდან.

აი, როგორი იქნებოდა სატურნის ბეჭდები, დედამიწას რომ ჰქონდეს. 

როგორ გამოიყურება ჩურიოუმოვ-გერასიმენკოს კომეტა ლოს-ანჯელესთან შედარებით

თუმცა, ეს არაფერია მზის ზომებთან შედარებით

ასე გამოიყურება დედამიწა ნეპტუნიდან, რომელიც სიშორით მერვე პლანეტაა მზიდან და ყველაზე შორეული გაზის გიგანტი ჩვენს მზის სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ გაზის გიგანტთა შორის ყველაზე მცირეა, ნეპტუნი ურანზე უფრო მასიურია. მისი მასა დედამიწის 17 მასის ტოლია.

ეს ერთ-ერთი გალაქტიკის უნიკალური ფოტოსურათია, რომელიც ჩვენგან 10 მილიარდი სინათლის წელიწადითაა დაშორებული.

ეს ჩვენი გალაქტიკაა, სახელწოდებით"ირმის ნახტომი", ნიშნულში შენ ცხოვრობ. ირმის ნახტომის დიამეტრი დაახლოებით 30 ათასი პარსეკია (100 000 სინათლის წელი). მისი სისქე კი დაახლოებით 1000 სინათლის წელიწადია. გალაქტიკა შეიცავს სულ მცირე 200 მილიარდ ვარსკვლავს.

ეს სურათი ტელესკოპ ჰაბლის მიერაა გადაღებული. მასზე შენ შეგიძლია დაინახო უამრავი გალაქტიკა, რომელებიც პლანეტებისა და ვარსკვლავებისგან შედგება.

დადგა დრო, საკუთარ ცხოვრებას კოსმოსის სიმაღლიდან შეხედო.

2020 წლის გაზაფხულის კოლექცია - ბალიშების კაბები და ტრენდი, რომელიც კარანტინმა დაამკვიდრა

რას მოგიტანთ "დაუმორჩილებელი" ახალმთვარეობა - როგორ შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრება 23 აპრილის შემდეგ

რა გესმით: იანი, თუ ლორალი? - ამ აუდიოჩანაწერმა მსოფლიო ორად გაყო