მდიდარმა მამამ შვილი სოფელში გაუშვა - ამან ბიჭის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა

მდიდარმა მამამ შვილი სოფელში გაუშვა - ამან ბიჭის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა

ერთხელ მდიდარმა კაცმა შვილი სოფელში გაგზავნა, ერთ ღარიბ ოჯახში, რომ მას ენახა, რა არის სიღარიბე და მეტად დაეფასებინა მამის სახლში შეძლებული და უზრუნველი ცხოვრება. მან იქ სამი დღე გაატარა და როცა შინ დაბრუნდა, მამასთან შემდეგი დიალოგი შედგა:

მამამ ჰკითხა: "აბა, როგორი იყო იქ?"

ბიჭმა უპასუხა: "მომეწონა?"

"რით განსხვავდება ჩვენი სახლისგან?"

"ო, სხვაობა ბევრია! – აღტაცებით წამოიძახა ბიჭმა, - ჩვენ ერთი ძაღლი გვყავს, მათ – ოთხი. ჩვენს აუზში სულ სუფთავდება წყალი, მათ კი ძალიან დიდი გუბურა აქვთ, სუფთა და კამკამა წყლით, რომელშიც თევზებიც კი ცხოვრობენ. ჩვენი ბაღი ლამპიონებით ნათდება, მათ მინდვრებს კი ღამღამობით მთვარე და ვარსკვლავები ანათებს.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს