"სხვისი ცოლი მიყვარს"

"სხვისი ცოლი მიყვარს"

მცირე კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ათი კაციდან მხოლოდ ორია სხვისი ცოლის მიმართ გულგრილი, სამმა - თუ ლამაზია, თვალი მაინც გაგეპარებაო, ხუთმა კაცმა კი დაუფიქრებლად გვიპასუხა, - სხვისი ცოლის შეყვარება ვითომ რატომ არ შეიძლებაო.

მამაკაცმა, რომელსაც სხვისი ცოლი უყვარს, წერილი მოგვწერა.

ლექსო შ.: - 31 წლის ვარ. კაცის გული უძღებია. რაც მეტ ქალს ჩავიგდებდი ხელთ, უფრო მეტი მინდოდა. ერთხელ მორიგ გოგოსთან ერთად მისი დაქალის დაბადების დღეზე წავედი. იქ ბევრი ლამაზი ქალი იყო, მაგრამ ერთისკენ გამექცა თვალიც, გულიც, ფიქრიც. ბეჭედი ეკეთა, გათხოვილი იყო. ეს არასდროს მაშინებდა. ბევრ კაცს მოაქვს თავი, ერთგული ცოლი მყავსო, მაგრამ გგონიათ, ცოლები ქმრებზე ნაკლები მოღალატეები არიან? ან რომელიმე კაცს შეუძლია ისე ოსტატურად დამალოს ღალატი, როგორც ქალს? ქალი ამ საქმეში პროფესიონალია. თუ თვითონ არ "გააბაზრა" თავისი საქციელი, კაცი ვერაფერს გაიგებს.

- იმ გოგომ - მოღალატე არ ვარო?

- მითხრა, აქ უამრავი შენსავით აცუნცრუკებული გოგოა და იმათთან გაერთეო. შევიტყვე უკარება ქალბატონის ვინაობა და ნადირობა დავიწყე.

მალე სირცხვილის და უმწეობის განცდა დამეუფლა. ის გოგო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კაცის ცოლია და ქმარს და ორ შვილს თვალისჩინივით უფრთხილდება. მან სხვანაირად შემახედა ქალისთვის, სხვა კუთხიდან, პიროვნულ თვისებებზე გამამახვილებინა ყურადღება.

- სხვა ქალების მიმართ რა შეიცვალა ამით?

- სხვები აღარ მაინტერესებს, უფრო სწორად, ისინი, რომელიც მანამდე თავს მეხვია.

- მოახერხე მასთან დაახლოება?

- დამატებითი შემოსავლის მისაღებად ის გოგო ბავშვებს ამეცადინებს ინგლისურში. მეგობრის შვილი მივუყვანე, ჩემი დისშვილია,

მამა არ ჰყავს და მე ვპატრონობ-მეთქი.

- ვერ გიცნო?

- ალბათ ვერ დამიმახსოვრა. ამ ბავშვის საშუალებით ბევრს მივაღწიე, რამდენჯერმე მანქანით შინ მივიყვანე. ერთხელ ვთხოვე, სერიოზული სალაპარაკო მაქვს და იქნებ დავსხდეთ კაფეში-მეთქი. ალბათ იფიქრა, ბავშვზე უნდა მელაპარაკოსო და დამთანხმდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ძუჰაცუ: "უბრალოდ, ავიღე ჩანთა და "ავორთქლდი" - კომპანიები იაპონიაში, რომლებიც ადამიანებს გაუჩინარებაში ეხმარებიან

"ვგრძნობ, საუბარი მიჭირს, სუნთქვა აღარ მყოფნის... ბევრი რამ მასწავლა იმ დღეებმა" - რას წერს ექიმი ზურაბ გურული, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა

"პაპის თვალებით იცქირები“ - მამა პეტრე შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს