"მესამე შვილი რომ გვეყოლა, მე და ჩემი ქმარი მივხვდით"... - სამშვილიანი დედის საოცარი დასკვნები

"მესამე შვილი რომ გვეყოლა, მე და ჩემი ქმარი მივხვდით"... - სამშვილიანი დედის საოცარი დასკვნები

მივხვდი, ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია. დედმამიშვილებიც კი, რომლებიც ერთ ოჯახში გაჩნდნენ და ერთსა და იმავე პირობებში გაიზარდნენ. აღზრდას, ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მისი როლი, მგონი ცოტა გაზვიადებულია. ბავშვს დაბადებიდან დაჰყვება ტემპერამენტი, მიდრეკილებები, განვითარების თავისებურებები, ნიუანსები და ამაში ცუდი არაფერია. ჩვენს ცხოვრებაში თითოეული ბავშვი იმისთვის შემოდის, რომ რაღაც ახალი გვასწავლოს. პირადად მე უფრო მომთმენი და მშვიდი გავხდი.

არა, არ გეგონოთ, რომ ხმას არ ვუწევ. როგორ არა, ზოგჯერ მეც ვყვირი, მაგრამ ბევრი წვრილმანის გამო ისე აღარ ვღელავ, როგორც ადრე. მაგალითად, ჩემმა ბიჭმა რომ თავისი ორგანო პირველად აღმოაჩინა და ზედიზედ 2 კვირა ხელი არ გაუშვია მისთვის. ხან "აძინებდა", ხან ქაჩავდა, ხან ბანდა. აღარ ვვარდები პანიკაში, როცა ან დედიშობილა დარბის, ან სამ ხელ ტანსაცმელში გახვეული. რომ დღემდე "სოსკას" წოვს და ისევ პამპერსი სჭირდება, რომ ზოგჯერ მთელი დღე მშიერია, ან ჩემზე მეტს ჭამს. აღარ ვნერვიულობ ვირუსებზე, ტილებსა და უზრდელურ სიტყვებზე. ასაკობრივ კრიზისზე კი უკვე ვხალისობ კიდეც. უკვე ვგრძნობ, როდის უნდა მივცე ბავშვს თავისუფლება და როდის დავუწესო საზღვრები.

რაც შეეხება საზღვრებს

შეზღუდვები აუცილებელია. ადრე მეგონა, თავისუფლება უნდა მივცე და მხოლოდ დარიგებებით მივუთითო სწორი მიმართულება-თქო. ეს მიდგომა არ ამართლებს. უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, რის ნებას ვაძლევთ ბავშვს და რის ნებას - არა. გგონიათ, ბავშვებს წესები არ უყვართ? სინამდვილეში ადვილად ეგუებიან მათ. მთავარია არ დააბნიო და რაც მთავარია, თავად არ დაურღვიო შენივე დადგენილი წესები.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს