უდანაშაულო მამაკაცმა ციხეში 39 წელი გაატარა

უდანაშაულო მამაკაცმა ციხეში 39 წელი გაატარა

ქალაქ კლივლენდის სასამართლომ 57 წლის რიკი ჯექსონი გაათავისუფლა, რომელმაც ციხეში 39 წელი გაატარა. France 24-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა სასჯელი იმ დანაშაულისთვის მოიხადა, რომელიც სინამდვილეში არ ჩაუდენია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 1975 წელს ჯექსონი მხოლოდ 18 წლის იყო, როდესაც მას მკვლელობაში დასდეს ბრალი. საკვანძო მომენტი 12 წლის მოწმის ჩვენება გახდა, რომელმაც წლების შემდეგ აღიარა, რომ სინამდვილეში იცრუა და დანაშაულის ჩადენის მომენტი საერთოდ არ უნახავს. სასამართლოს დარბაზის დატოვების შემდეგ, ჯექსონმა განაცხადა, რომ მზადაა მოწმეს აპატიოს ცრუ ჩვენება, რის გამოც, მას ციხეში თითქმის, 40 წლის გატარება მოუხდა.

"დღეს ის ზრდასრული ადამიანია, მაგრამ 1975 წელს 12 წლის ბავშვი იყო. იგი პოლიციის ზეწოლის ქვეშ მოექცა, რომელმაც ბავშვი ჩვენი ციხეში ჩასმის მიზნით გამოიყენა" - განაცხადა ჯექსონმა.

1974 წელს კლივლენდის ერთ-ერთ ქუჩაზე ბიზნესმენი ჩაცხრილეს, რის გამოს ჯექსონი და მისი ორი მეგობარი ჩასვეს ციხეში. თავდაპირველად, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რომელიც მოგვიანებით სამუდამო პატიმრობით შეიცვალა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს