შავ ზღვაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი თევზი აღმოაჩინეს

შავ ზღვაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი თევზი აღმოაჩინეს

სევასტოპოლელმა მებადურებმა შავი ზღვის წყლებში ორი ფუგუს თევზი დაიჭირეს. სამხრეთის ზღვების ბიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკის, ალექსანდრ ბოლტაჩოვის თქმით, მსგავსი შემთხვევა აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. პროფესორის განცხადებით, თევზებმა მებადურების ყურადღება უჩვეულო ფორით მიიპყრეს.

შეგახსენებთ, რომ თევზი ფუგუ - წყნარი ოკეანის ერთ-ერთ ყველაზე შხამიან თევზად ითვლება. თუმცა, ამის მიუხედავად, იაპონიაში, ყოველწლიურად ათასობით ადამიანი მიირთმევს მისგან დამზადებულ საკვებს, რომელიც სპეციალური წესების მიხედვით მზადდება. თუმცა, მომზადების წესის დარღვევის შემთხვევაში, შედეგები შესაძლოა, ფატალური აღმოჩნდეს.

"ეს ძალიან სახიფათო ეგზემპლარია, რომელთან ხელით შეხებაც კი არ ღირს. ამჟამად ორივე თევზი ინსტიტუტის ლაბორატორიაშია გადაყვანილი. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რითი იკვებებოდნენ ისინი და მოახდინა თუ არა მათზე გავლენა შავმა ზღვამ", - აღნიშნა პროფესორმა.

ასევე დაგაინტერესებთ| საინტერესო ფაქტები შავ ზღვაზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს