''სარფიანად გათხოვებაც მეძაობაა''

''სარფიანად გათხოვებაც მეძაობაა''

მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი, იგივე ზუზუ, ერთდროულად ოთხ პროექტზეა დამტკიცებული, თუმცა აქტიური მუშაობა ჯერ არც ერთზე არ დაუწყია. ერთი მათგანი სერიალია, რომლის პრომოც უკვე ჩაწერილია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი არხი იყიდის და სად შეძლებს მაყურებელი ნახვას. მეორე პროექტი მოსკოვს უკაშირდება, იქ იღებენ ფილმს, რომელშიც დაახლოებით ის თემა იქნება წამოწეული, რაც ''მიმინოში''... მესამე გაგა გოშაძის სპექტაკლია, რომლის დადგმაც ვაკის სარდაფში იგეგმება, ერთ-ერთ გმირად კი ზუზსაც ვიხილავთ. ცოტა ხანში მსახიობს აზერბაიჯანში მოუხდება კასტინგზე გამგზავრება, ინგლისელები ''ალი და ნინოს'' იღებენ, თუმცა ამჯერად მსახიობთან სულ სხვა თემაზე, სტერეოტიპებსა და ტრადიციებზე ვისაუბრეთ.

- ჩემთვის ბევრი ტრადიცია ბნელია. რასაც ჩვენ ტრადიციას ვეძახით, შეიძლება, ჩვენი წინაპრების, ბაბუების მოგონილი იყოს და შემდეგ დაერქვა ტრადიცია. მაგალითად, ავიღოთ სუ-ფრის ტრადიცია, ზოგჯერ სუფრაზე ყველაფერი ისე კარგად მიდის, ისე კულტურულად ებმება სადღეგრძელოები ერთმანეთს, რომ გსიამოვნებს, მაგრამ ეს დაზეპირებული სადღეგრძელოები, მათი რიგითობის დაცვის აუცილებლობა ცოტა მომაბეზრებელია და სიტუაციას უინტერესოს ხდის. დაშტამპული ტრადიციები მაღიზიანებს, ერთადერთი, რასაც არასდროს ვეხები, ჩვენი რელიგიაა, რომელიც განვითარებას არანაი-რად არ გვიკრძალავს.

- ოჯახის შექმნამდე წყვილის თანაცხოვრებაზე რას ფიქრობ?

- ტრაგედია არც წყვილის ქორწინებამდე თანაცხოვრებაა და არც ნიშ-ნობით ოჯახის შექმნა. ყველას თავისი არჩევანი აქვს. პირადად მე არანაირი ნეგატიური დამოკიდებულება არ მაქვს ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრე-ბაზე, პირიქით, მგონია, რომ კარგიცაა. ხშირია შემთხვევა, როცა ურთიერთო-ბისთვის სახელის დარქმევის შემდეგ ყველაფერი ფუჭდება, ამიტომ, თუ ისე უფრო კარგად იქნებიან, მაშინ პრობლემას ვერაფერში ვერ ვხედავ.

- რა მნიშვნელობას ანიჭებ ქალის განვლილ პირად ცხოვრებას, როცა მასთან ურთიერთობის აწყობას გეგმავ?

- არანაირს და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. მთავარია, იყოს ნამდვილად ადამიანი და ადამიანური თვისებები არ დაკარგოს. ვიღაცას რამდენჯერ ვერ აეწყო პირადი ცხოვრე-ბა, ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. პრინციპში, ზოგი არაადამიანობს და სიყვარულის ძიებაში გაბოზებულე-ბს ეძახის, მაგრამ მე ასე არ მივიჩნევ. წლობით მქონია ურთიერთობა მასთან, ვისაც ჩემამდე სერიოზული პირადი ცხოვრება ჰქონდა.

- როგორ ადამიანს შეიძლება უწოდო მეძავი?

- პროცენტულად ყველა ადა-მიანში დევს ეს თვისება – მეძაობა. სარფიანად გათხოვებაც კი მეძაობაა. თუ ცოლი ''კარგი ოჯახიდან'' მოგყავს და მთავარი სამიზნე სწორედ ფი-ნანსური მდგომარეობაა, ეს უფროა მეძაობა, ვიდრე შვილის შესანახად სხეულის გაყიდვა. დარწმუნებული ვარ, ასეთ ქალებს სულაც არ მოსწონთ ეს საქმე.

- ქალისა და მამაკაცის მეგობრობა ვნების გარეშე რამდენადაა შესაძლებელი?

- სავსებით შესაძლებელია, თუმცა ასევე მქონია შემთხვევა, როცა მეგო-ბრობის შემდეგ წლობით მქონია ვნე-ბიანი ურთიერთობა იმ ადამიანთან. თუ გაცნობის შემდეგ ფლირტი მალევე არ წამოვიდა, მერე ინტიმი ყოვლად წარ-მოუდგენელია.

- ადრე ქალის პატიოსნება მისი სექსუალური ცხოვრებით განისაზღვრებოდა, დღეს რა არის განმსაზღვრელი?

- კი, ასე იყო, მაგრამ მაინტერესებს, ჩიხტიკოპებით დამშვენებულებს არ ჰქონდათ სექსი?! განმსაზღრელი არის შენი გონება და ის, რას აკადრებ საკუთარ თავს და რას – არა, თორემ ვინ რას იტყვის, ეს მეასეხარისხოვანია. პატიოს-ნება არის ის, როცა ადამიანთან ხარ და მისი ერთგული რჩები.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს