ცნობილი კურორტები, სადაც ზამთარში ხელსაყრელ ფასად დაისვენებთ

ცნობილი კურორტები, სადაც ზამთარში ხელსაყრელ ფასად დაისვენებთ

ფუერტევენტურა (ესპანეთი)

ტენერიფეს შემდეგ, კანარის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძული, რომელიც მაროკოსგან დაახლოებით, 100 კილომეტრის მანძილზეა, რაც მის კლიმატზე, გასტრონომიასა და კულტურაზე აისახება. ფუერტევენტიურაზე არ არის დიდი ქალაქები და ხმაურიანი ავტოსტრადები, ხოლო კუნძულის მთელი ინფრასტრუქტურა ოკეანის სანაპიროზეა განლაგებული. აქ მრავალფეროვანი ლანდშაფტია, ულამაზესი ზღვის სანაპირო თეთრი ქვიშით და რბილი კლიმატი.

ვიზა: შენგენი

ერთი კვირის ბიუჯეტი: €665,8

ცხოვრების ღირებულება: €479,9

ავტომობილის ქირა: €119,2

ვახშამი ოთხ ადამიანზე: €54,4

გამაგრილებელი სასმელი ორისთვის: €0,5

ლუდი ორისთვის: €1,4

1 ბოთლი რძე: €0,5

პური: €1,4

ტენერიფე (ესპანეთი)

კანარის არქიპელაგის მთავარი და ყველაზე დიდი კუნძული. ვულკანურ ტენერიფეს ”მუდმივი გაზაფხულის კუნძულსაც” უწოდებენ. ტენერიფე საჰარის უდაბნოს განედზეა განთავსებული, რის გამოც, მთელი წლის განმავლობაში 20-დან 29 გრადუსამდე სითბოა. კუნძულის შუაგულში ვულკანი ტეიდეა (ზღვის დონიდან 3718 მეტრი), რომელიც უკანასკნელად 1909 წელს ამოიფრქვა.

ვიზა: შენგენი

ერთი კვირის ბიუჯეტი: €727,1

ცხოვრების ღირებულება: €547,6

ავტომობილის ქირა: €113,3

ვახშამი ოთხ ადამიანზე: €54,3

გამაგრილებელი სასმელი ორისთვის: €0,5

ლუდი ორისთვის: €1,1

1 ბოთლი რძე: €0,5

პური: €1,1

გოა (ინდოეთი)

ინდოეთის შტატებიდან ყველაზე მცირე და ყველაზე ნაკლებად დასახლებული. პორტუგალიის ყოფილი კოლონია, ულამაზესი 110 კილომეტრზე გადაჭიმული სანაპიროთი, უამრავი ბარითა და რესტორნებით, აქტიური სოციალური ცხოვრებით გამოირჩევა. კუნძული განსაკუთრებულად გამოცოცხლებული ზამთრის სეზონზეა, როდესაც გოაზე გასათბობად უამრავი ევროპელი ტურისტი ჩადის.

ვიზა: ინდოეთის

ერთი კვირის ბიუჯეტი: €769,3

ცხოვრების ღირებულება: €447,1

ავტომობილის ქირა: €289,8

ვახშამი ოთხ ადამიანზე: €26,1

გამაგრილებელი სასმელი ორისთვის: €0,4

ლუდი ორისთვის: €0,5

1 ბოთლი რძე: €0,4

პური: €1,1

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს