უტაქტო შეკითხვა ცნობილებს - არ ქორწინდები?

უტაქტო შეკითხვა ცნობილებს - არ ქორწინდები?

"არ თხოვდები?" ცოლი არ მოგყავს?" - მსგავსი შეკითხვები რატომღაც, ბევრს დასაოჯახებელი ადამიანის მოკითხვის აუცილებელ ფორმად მიაჩნია. გადავწყვიტე, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული უტაქტო შეკითხვები ცნობილი ადამიანებისთვის დამესვა...

პირველ რესპონდენტად მშვენიერი ეკო ფანგანი შევარჩიე,

- ეკო, არ თხოვდები?

- სხვის ცხოვრებაში არასოდეს ვიქექები და არც ის მომწონს, როცა სხვები იქექებიან. შესაბამისად, ჩემს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული შეკითხვები გამაღიზიანებელია.

- როგორ ფიქრობ, გულწრფელად განიცდიან, როცა "ასეთი კარგი" გოგო თუ ბიჭი "ჯერ კიდევ" დასაოჯახებელია თუ ირონიით კითხულობენ - რატომ არ თხოვდები? ცოლი რატომ არ მოგყავსო?

- თუ ასეთი კარგი გოგო ჯერ გათხოვილი არ არის, ცუდია? მე პირიქით მიმაჩნია. ალბათ, ყველა ადამიანის პრიორიტეტი მაინც დაოჯახება უნდა იყოს, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ვისი მიზანიც მხოლოდ დაოჯახებაა, ალბათ შეუმდგარი ადამიანია. ვინ რას ამბობს, არ მაღელვებს - ეს მათი პრობლემაა... ისე, არა მგონია, დამცინავად კითხულობდნენ. მგონი, დასაცინები თავად არიან - სკოლის ასაკში გათხოვილები, 20-20-ჯერ გათხოვილები და ა. შ. (იცინის). ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ "რატომ არ თხოვდები?" აბსურდულ შეკითხვად მიმაჩნია.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს