35 წლის მაჩოს აღსარება - "პირველ ღამეს ჩავფლავდი...''

35 წლის მაჩოს აღსარება - "პირველ ღამეს ჩავფლავდი...''

ყევლა მამაკაცი ოცნებობს მაჩოს იმიჯზე, მაგრამ ყველა ვერ ხდება ასეთი. ყველას ქალაქსა თუ სოფელს ჰყავს თავისი მაჩოები, რომლებზეც გოგონებს ჭკუა ეკეტებათ. 35 წლის გელაც ერთ დროს ასეთი პოპულარული გახლდათ, მაგრამ წლები გავიდა და ამბობს, რომ ბევრმა გართობამ და ქალებზე ნადირობამ მისი ცხოვრებაც უინტერესო გახადა.

- ალბათ ყველაზე ბედნიერი 30 წლამდე ვიყავი, როდესაც ყველა ქალი, ვინც კი მომეწონებოდა ჩემი ხდებოდა. საკმაოდ კარგი სამსახური მქონდა, მშობლებიც კარგ ადგილებში მუშაობდნენ და დედისერთა გატუტუცებული ბიჭი ვიყავი. თავიდან ჩემ სასიყვარულო თავგადასავლებს მშვიდად უყურებდნენ, მაგრამ 30 წელს რომ გადავაბიჯე, საკითხი დამისვეს, რომ დავოჯახებულიყავი.

- თუ ამდენი ქალბატონი გყავდა, არავინ შეგიყვარდა, რომ ცოლად მოგეყვანა?

- პატარა სიყვარულები მქონდა, მაგრამ ყველა მალე მბეზრდებოდა, თან იმდენად ადვილად ვიგებდი მათ გულებს, რომ ბრძოლის სურვილი მეკარგებოდა. დედამ გადაწყვიტა თვითონ ჩართულიყო საქმეში და მინიმუმ ათი გოგონა მაინც გახდა მისი მსხვერპლი. რამდენიმე სახლშიც მოიყვანა, რომ გამეცნო, მაგრამ ისევ ძველებურად ვცხოვრობდი და არაფერს ვიკლებდი.

- ამასობაში კიდევ ხუთი წელი გავიდა?

- კი და ერთ დღესაც დავიღალე და გადავწყვიტე ვინც მომეწონებოდა მაშინვე ცოლად მომეყვანა. ირინა მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. მშვიდი გოგონა იყო, დიდი ლურჯი თვალებით, 21 წლის. გავიგე, რომ სწავლაზე და კარიერაზე შეყვარებული გახლდათ და ცოტა გამიჭირდა პაემანზე მისი მოტყუება. ორი კვირა მაინც მაწვალა და ბოლოს ისე შევუყვარდი, რომ უჩემოდ ერთი საათიც ვერ ძლებდა. საზღვარგარეთ აპირებდა სწავლის გაგრძელებას და ჩემს გამო მომავლის გეგმები შეცვალა და ცოლობაზე დამთანხმდა. მისი მშობლები ამ ამბით არ აღფრთოვანებულან, განსაკუთრებით ასაკობრივი სხვაობა არ მოეწონათ, მაგრამ დედაჩემი ჩაერია და ყველაფერი ადვილად მოგვარდა.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს