საინტერესო დეტალები თამარ ბერუჩაშვილის ცხოვრებიდან

საინტერესო დეტალები თამარ ბერუჩაშვილის ცხოვრებიდან

"ეს იყო ემოციური, სოლიდარული გაუგებრობა'' - ეს სიტყვები საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობაზე დანიშვნის დროს მაია ფანჯიკიძის მიმართ განაცხადა. სანამ პოლიტიკაში იქნება, თამარ ბერუჩაშვილს ჟურნალისტები ამ ფრაზას ყოველთვის გაუხსენებენ.

2013 წლის 1-ლი აპრილიდან მაია ფანჯიკიძის ერთ-ერთი მოადგილე გახლდათ. ფანჯიკიძემ სიძის, ირაკლი ალასანიას გარშემო ატეხილი სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა. მასთან ერთად, სამინისტროში საკუთარი პოსტები სევდიანი სახეებით დაემშვიდობა რამდენიმე მოადგილე და მათ შორის იყო თამარ ბერუჩაშვილიც, რომელმაც მეორე დღეს ჯერ მოადგილეობიდან წასვლა გადაიფიქრა, შემდეგ კი ღარიბაშვილის დიდი ნდობით მინისტრად მოგვევლინა. ფანჯიკიძესთან ერთად სამინისტროს დატოვება კი ემოციური და სოლიდარული გაუგებრობით ახსნა.

მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ცხადია, ბერუჩაშვილის მიმართ ყურადღება გაიზარდა. მკითხველს ქალბატონი თამარის პოლიტიკური გზისა და პირადი ცხოვრების რამდენიმე საინტერესო დეტალს გავაცნობთ.

განათლება

დაიბადა 1961 წლის 9 აპრილს თბილისში. 17 წლის ასაკში სასწავლებლად მოსკოვში გაემგზა-ვრა, სადაც ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა მოსკოვში შვიდწლიანი ცხოვრების პერიოდში კიდევ ერთი პროფესიის დაუფლება შეძლო და უცხო ენათა ფაკულტეტი (ფრანგული ენის სპეციალობა) დაამთავრა. 1996 წელს ინდიანის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორწლიანი სწავლის შემდეგ საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი გახდა. 2006 წელს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ ეკონომიკის დოქტორის კვალიფიკაცია მიიღო.

პოლიტიკური კარიერა

ქალბატონ თამარს ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში ეკავა მნიშვნელოვანი პოსტი. 2000-2003 წლებში მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ მუშაობა სახელ-მწიფო კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე გააგრძელა. 2004 წლიდან ''ვარდების ხელისუფლებაში'' ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა და ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილე გახდა და 2010 წლამდე ამ პოსტს ინარჩუნებდა. ''ქართული ოცნების'' ხელისუფლებაში მოსვლის დროს კი ვიცე-პრემიერის მთავარი მრჩეველი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში. 2014 წლის 11 ნოემბრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პორტფელი ჩააბარეს.

პირადი ცხოვრება, ოჯახი

ჯერჯერობით პოლიტიკურ გადაცემებში სტუმრობისგანაც თავს იკავებს. ამ დრომდე მისი პირადი ცხოვრების შესახებაც ნაკლები დეტალი იყო ცნობილი. ბერუჩაშვილი მინისტრად დანიშვნის პერიოდში მეუღლის გამო სკანდალში გაეხვია. თამარ ბერუჩაშვილის ქმარი ცნობილი ონკოლოგი რემა ღვამიჩავაა. სკანდალის მიზეზი ყოფილ პირველ ლედისთან ერთად საქართვე-ლოში გაკეთებული პირველი ეროვნული სკრინინგცენტრი გახდა, ბატონი რემა ამ ცენტრის დირექტორი გახლავთ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია