საკვები, რომელიც სილამაზეს ახანგრძლივებს

საკვები, რომელიც სილამაზეს ახანგრძლივებს

დიეტოლოგებმა გამოარჩიეს საკვები პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ სილამაზის დიდი ხნით შენარჩუნებას.

ყველი

ყველი შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას, მეტიონიდს, რომელიც ასტიმულირებს ადრენალინის გამომუშავებას, ხოლო, რაც უფრო მაღალია ადრენალინის რაოდენობა, მით უფრო კარგად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ასე რომ, ყველის მოყვარული ქალბატონებისთვის დიეტის დაცვა ბევრად უფრო იოლი გახდა.

თხილი

სასურველია, ყოველდღიურად მიირთვათ თხილი, რადგან იგი შეიცავს განსაკუთრებულ ამინმჟავას - ანგინინს, რომელსაც შესწევს უნარი, გამოიმუშაოს ჰორმონი სომატოტროპინი, სხვანაირად მას ''კარგი ტანდეგობის'' ჰორმონსაც უწოდებენ.

ფორთოხალი

ფორთოხლის ნატურალურ წვენს სიცოცხლის წვენს უწოდებენ, რადგან, როგორც ცნობილია, ის განსაკუთრებით მდიდარია ჩ ვიტამინით (ერთი ჭიქა ნატურალური ფორთოხლის წვენი 24 საათის სამყოფ ჩ ვიტამინის ნორმას შეიცავს). იგი ასევე მდიდარია ბიოტინითა და ფოლიუმის მჟავითაც. სწორედ აქედან მოდის მისი სასარგებლო თვისებები. ფორთოხალი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და არაჩვეულებრივად უმკლავდება ზედმეტი ცხიმის პრობლემას.

ხილი

ხილის მიღებასაც თავისი დრო და დოზირება აქვს. დიეტოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ყურადღებით მოვეპყრათ ხილის უკონტროლო მიღებას და მოვერიდოთ მის უზომოდ მირთმევას. სხვათა შორის, ხილმა შესაძლოა, წონაშიც მოგამატებინოთ, განსაკუთრებით, ტკბილმა ხილმა, ამიტომ სასურველია, პერიოდულად ვთქვათ უარი ბანანზე, გარგარზე, ტკბილი ჯიშის ვაშლზე, მარწყვზე, ჟოლოზე. რაც შეეხება ალუბალსა და ალუჩას, ისინი იმდენი შეგიძლიათ მიირთვათ, რამდენიც გსურთ. ასევე საჭიროა დავიხსომოთ ისიც, რომ ხილი უმჯობესია მიირთვათ არაუმეტეს ორი საათით ადრე საჭმლის მიღებამდე.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს