პოლონეთში ვინი-პუჰი აკრძალეს და ის "ჰერმაფროდიტად" მიიჩნიეს

პოლონეთში ვინი-პუჰი აკრძალეს და ის "ჰერმაფროდიტად" მიიჩნიეს

ბავშვებისა და უფროსების საყვარელი პერსონაჟი ვინი-პუჰი პოლონეთის ქალაქ ტუშინში სკანდალის მიზეზი გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ პერსონაჟს "გაურკვეველი სქესი აქვს", ამიტომ მისი გამოსახულებების გამოყენება საბავშვო მოედნებზე დეკორაციის სახით, აკრძალეს.

ჩინოვნიკების აზრით, დისნეის პერსონაჟი შეუფერებლად არის ჩაცმული საიმისოდ, რომ მასთან ბავშვების მიყვანა იყოს მიზანშეწონილი.

"პრობლემა ის არის, რომ დათვი შარვლის გარეშე დადის, ის თითქმის, შიშველია. ეს აბსოლუტურად დაუშვებელია", - ერთ-ერთმა დეპუტატმა ვინი-პუჰს "ჰერმაფროდიტი" უწოდა.

შეგახსენებთ, რომ "ვინი-პუჰის და მისი მეგობრების" ბოლო სრულმეტრაჟიანი ვერსია 2011 წელს გამოვიდა. მისი რეჟისორი ჯონ ჰილია.

მომზადებულია Sydney Morning Herald-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს