რა თქვა პატარა გოგონამ ისეთი, რამაც უფროსები გამოაფხიზლა...

რა თქვა პატარა გოგონამ ისეთი, რამაც უფროსები გამოაფხიზლა...

"მსუბუქი წვიმა" - მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელიც თვალნათლივ დაგანახებთ, ხშირად როგორი წვრილმანებისგან ქმნიან ზრდასრული ადამიანები დიდ წინააღმდეგობას. ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ეს ისტორია აუცილებლად დაგაფიქრებთ. ფილმი ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია The Macmillan Cancer Support-ისთვის გადაიღეს, ეს უკანასკნელი სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს და მათ ოჯახებს უწევს დახმარებას.

ისტორიას მოხუცი ქალი ჰყვება, ერთ ჩვეულებრივ წვიმიან დღეზე, რომელიც უჩვეულოდ იქცა. შენობას შეფარებული ათამდე ადამიანი უხმოდ ელის წვიმის გადაღებას. დუმილს პატარა გოგოს ხმა არღვევს: "დედა, გავიქცეთ წვიმაში". დედა ჯერ მშვიდად უხსნის პატარას, რომ დასველდებიან, შემდეგ კი მკაცრად ეტყვის, რომ იქამდე იდგებიან შენობაში, სანამ წვიმა არ გადაიღებს. "ჰო, მაგრამ, შენ დილით სულ სხვანაირად საუბრობდი! არ გახსოვს, როცა მამას მის დაავადებაზე ელაპარაკებოდი უთხარი: თუ ამას გადავლახავთ, სხვა ყველაფრის გადალახვას შევძლებთ"... პატარა წითური გოგონას ამ სიტყვებმა, არამარტო დედა, გარშემომყოფებიც გამოაფხიზლა....

ნახეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს