"ქალიშვილობა ნარკოზის ქვეშ დავკარგე...''

"ქალიშვილობა ნარკოზის ქვეშ დავკარგე...''

26 წლის თაკოს მოწერილი წერილი სრული კოშმარია. ალბათ ბევრს გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ ასეთი რაღაცები ქვეყანაში რეალურად ხდება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მსხვერპლი ძირითადად ქალია.

თაკო:

დღეს ხშირად საუბრობენ ქალების მიმართ გახშირებულ ძალადობაზე, მაგრამ იმას არავინ აღიარებს, რომ ახლა არ დაწყებულა და უკვე ბევრი წელია რაც ჩვენზე ძალადობენ. ეს კი მაშინ იწყება, როდესაც პატარა, საყვარელი ბავშვები აღარ ვართ და ვიზრდებით.

9 წლის ვიყავი მამა რომ დამეღუპა, თუმცა იმ კაცს მამას ვერ დავარქმევ. სხვა ოჯახი ჰყავდა და ჩვენთან იშვიათად მოდიოდა. ასაკის მატებასთან ერთად გავაცნობიერე, რომ დედისთვის კარგი იარაღი ვიყავი, რომ დაფეხმძიმებით მისთვის ოჯახი დაენგრია, მაგრამ არ გამოუვიდა. ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ ჩვენთან მოსული მამა მოვალეობას იხდიდა.

ნათესავებიდან არავინ მოდიოდა ჩვენ სანახავად, დედა ამ საქციელისთვის ყველამ გარიყა და ერთადერთი ბებია გვაკითხავდა კვირაში ერთხელ. შვილი ვერ მიატოვა, თუმცა ბაბუას დიდი ხანი უმალავდა რომ დედაჩემს შეურიგდა.

გარეგნულად ძალიან ლამაზი ვიყავი, გამორჩეული ლურჯი ფერის თვალები მქონდა. უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ დედას ერთ-ერთი დაქალის შვილი განსაკუთრებულად აქტიურობდა. მაშინ 14 წლის ვიყავი, გუჯა 17-ის. დედა ჩვენთან სტუმრობას არ უშლიდა და ხშირად მარტო გვტოვებდა.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს