პარანორმალური მოვლენები – ''გარდაცვლილი ბებია ვალის დაბრუნებას მთხოვს...''

პარანორმალური მოვლენები – ''გარდაცვლილი ბებია ვალის დაბრუნებას მთხოვს...''

ძნელია დაიჯერო, რომ გარდაცვლილები ოჯახის წევრებს ეცხადებიან და უფრო მეტიც, ფულის დაბრუნებას სთხოვენ, მაგრამ 22 წლის ლალიკო დარწმუნებულია, რომ მის თავს სასწაული ხდება.

- ბებიას სამი ვაჟი ჰყავდა, ყველა დაოჯახებული, და რვა შვილიშვილი, მე ნაბოლარა ვიყავი და განსაკუთრებულად ვუყვარდი. ბაბუამ შეძლო და სამივე შვილს ცალ-ცალკე ბინები შეუძინა, თვითონ კი სიბერეში ოროთახიან საერთო ბინაში ცხოვრობდნენ. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ მარტო დარჩენილ ბებიას სამივე შვილი ეხვეწებოდა, საცხოვრებლად მათთან გადასულიყო, მაგრამ უარი უთხრა. მარტო რომ არ ყოფილიყო, შვილიშვილები მორიგეობით ვრჩებოდით. ყველაზე მეტად ვენდობოდით და განსაკუთრებულად გოგონები პირად ამბებსაც კი ვუყვებოდით.

- როგორ ხვდებოდი, რომ შენ ყველაზე მეტად უყვარდი?

- უამრავჯერ უთქვამს და მეც ვგრძნობდი, რადგან ყველაზე დიდი სითბოთი მხვდებოდა. მეცხრე კლასში ვიყავი, გზას რომ ავცდი, საკმაოდ ცუდ წრეში აღმოვჩნდი. ჩემი მეგობარი გოგონები ძირითადად, ნარკომან ბიჭებთან ატარებდნენ დროს და ხშირად მათთვის ფული რომ მიეცათ, სახლიდან ნივთებს იპარავდნენ და ყიდდნენ. გელაც ნარკომანი იყო. სკოლას ვამთავრებდი, რომ თავდავიწყებით შემიყვარდა. ახლა ვფიქრობ, რომ იმ საშინელი სამყაროდან მე ყველაზე უარესი და დაავადებული ადამიანი ამოვარჩიე.

- მათთან შენი მეგობრობა რაში გამოიხატებოდა?

- გაკვეთილების შემდეგ ერთ-ერთი ბიჭის ნაქირავებ ბინაში მივდიოდით სამი დაქალი. მუსიკას ვუსმენდით და ათას რაღაცაზე ვლაპარაკობდით. მასთან მეგობრები ხშირად მოდიოდნენ და ერთ-ერთი იყო გელაც. ძიირთადად, მარიხუანით ბოლდებოდნენ ან ნარკოტიკს იკეთებდნენ. ჩემი მეგობარი გოგონებიც ეწეოდნენ ხანდახან, მაგრამ მე არასოდეს გამისინჯავს. იმიტომ არა, რომ წესიერი გოგო ვიყავი, უბრალოდ მეშინოდა, ცუდად არ გავმხდარიყავი.

- ბებიას უყვებოდი შენი ახალი წრის შესახებ?

- კი, მაგრამ ისე ლამაზად ვუხატავდი, რომ უხაროდა. არასოდეს მითქვამს, რომ იქ ნარკოტიკებს მოიხმარდნენ. მშობლები მთელი დღე გასულები იყვნენ და სახლში თუ დავაგვიანებდი, ეგონათ, ბებოსთან ვიყავი და ბოლოს არც მეკითხებოდნენ, სახლში რომელ საათზე მივიდოდი. გელა გაცნობიდან მალე შემიყვარდა, მაგრამ თვითონ ყურადღებას არ მაქცევდა, არ აინტერესებდა ჩემი გრძნობები და მეც ვერ ვუბედავდი გამხელას. ერთხელ ჩემს ერთ-ერთ მეგობარს უთქვამს, რომ მიყვარდა და ამის შემდეგ გადაწყვიტა დამლაპარაკებოდა.

- რა გითხრა?

- მეცოდები ასეთი ცხოვრებისთვის და თუ ჩემი დახმარება გინდა, მიჭერენ და ერთ კვირაში ათასი დოლარი მჭირდებაო. არც დავფიქრებულვარ, ისე დავპირდი, რომ ამ ფულს აუცილებლად მოვუგროვებდი. დახმარება ბებიას ვთხოვე, მეგობარი ავარიაში მოყვა და სიკვდილს ებრძვის-მეთქი. ვითომ იმის მშობლებმა მთხოვეს, რომ ვალის აღებაში დავხმარებოდი. 800 დოლარი გამომიტანა ბებომ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს