როგორ ერთობიან ქართველი გოგონები ღამის კლუბებში - BBC-ის რეპორტაჟი (+ფოტო)

როგორ ერთობიან ქართველი გოგონები ღამის კლუბებში - BBC-ის რეპორტაჟი (+ფოტო)

ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ქალებისთვის საღამოს სახლის გარეთ გატარება, არა მხოლოდ მეგობრების ნახვის კარგი შესაძლებლობაა. მრავალი მათგანისთვის ეს კარგი საშუალებაა, ხაზი გაუსვან იმ სოციალურ თავისუფლებას, რომელიც მათ ახლა გააჩნიათ. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, კავკასიის რეგიონში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ადამიანები უფრო თავისუფლები არიან, გენდერული თანასწორობის საკითხი მაინც დღის წესრიგში დგას. კავკასიელი ქალების უმეტესობა, რომლებიც უკვე საკმარისად დიდები არიან, რათა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, მაინც გრძნობენ გარშემომყოფების უარყოფით დამოკიდებულებას, თუკი სადმე გვიანობამდე დარჩენა უწევთ.

დასავლური გავლენა, სულ უფრო ღრმად აღწევს ამ ქვეყნებში განათლებისა და ტურიზმის ზრდის ხარჯზე. საკონცერტო მოედნების, ბარებისა და ღამის კლუბების რაოდენობა თითქმის ყოველდღე იზრდება. რეგიონში დასაქმებული ქალების რიცხვის ზრდა ნიშნავს, რომ მათ განკარგულებაშია ფინანსები, რომლის განკარგვაც მათ თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული.

ადრინე გრეგორიანი, 36 წლის, კინოდოკუმენტალისტი, ერევანი, სომხეთი

"შევნიშნე, რომ ყოველ წელს სულ უფრო მეტი ქალები გამოდიან დღის სინათლეზე. ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი ფინანსურ დამოუკიდებლობაშია, ასევე იმაში, რომ ქალებმა დამოუკიდებლად დაიწყეს გადაწყვეტილებების მიღება".

გიულიარა აზისმანდე, 27 წლის, რეკლამისტი, ბაქო, აზერბაიჯანი

"მე დავდივარ ღამის "ტუსოვკებზე", კონცერტებსა და ღამის კლუბებში. ვფიქრობ, რომ ქალს უნდა ქონდეს დრო იმისთვის, რომ სახლიდან გამოვიდეს და გაერთოს, რათა მოიხსნას სტრესი სამუშაო დღის შემდეგ, გათავისუფლდეს ნეგატიური აზრებისგან და აგრესიისგან, რომელიც კვირის განმავლობაში გროვდება, გაიცნოს ახალი ადამიანები".

ნუცი ოდიშარია, 37 წლის, მენეჯერი, თბლისი, საქართველო

"ოჯახის წევრებსა და მეგობრებს პარასკევობით ვხვდები, სამსახურის შემდეგ, ასევე შაბათს. ჯერ რესტორნებში დავდივართ, შემდეგ კი კლუბებში. გასეირნება ყოველკვირეულად არ ხდება, თუმცა, ძირითადად ასე ვატარებთ უქმე დღეებს. პატარა შვილი მყავს, ამიტომ როდესაც მე გასართობად მივდვარ, ის ბებისთან რჩება და მე მიჩნდება დრო საკუთარი თავისთვის. არასოდეს გამიგია რაიმე უარყოფითი არც მოხუცებისგან, არც რელიგიური ადამიანებიგან. თუმცა, ყოველთვის ასე არ იყო. 1990-იან წლებში არ იყო არანაირი ღამის კლუბები, იყო ომი და სიღარიბე. 90-იანების ბოლოს გაჩნდა ჯაზ-კლუბები, სადაც დისკოთეკები და დახურული საღამოები იმართებოდა. ქართველ ხალხს უყვარს ჭამა, ცეკვა და გართობა".

ნათია თოფჩიძე, 29 წლის PR-მენეჯერი, ბათუმი, საქართველო

"თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ. არ მიყვარს სახლში ჯდომა. კინოში დავდივართ ხოლმე, ან თუ სადმე რამე საინტერესო ხდება, იქ მივდივართ. ვფიქრობ ყველა ადამიანი უნდა დადიოდეს გასართობად და იღებდეს სიამოვნებას.

ერთადერთი, რასაც მშობლები მთხოვენ, სახლში შუა ღამემდე დაბრუნებაა. ისინი ასევე ინტერესდებიან, ვისთან ერთად და სად მივდივარ. ვფიქრობ, რომ ეს გარე ფაქტორების გავლენით ხდება, რადგან განქორწინებული ვარ და შვილი მყავს. არ მსურს ახლობლებთან არანაირი კონფლიქტები, იძულებულები ვართ ერთად ვიცხოვროთ. დედა ძალიან თანამედროვეა. მაგალითისთვის: ტატუ მაქვს, რომელიც მას ძალიან მოსწონს. თუმცა, მას სხვანაირი ხასიათი აქვს, არ უყვარს გართობა და სახლში ყოფნას ანიჭებს უპირატესობას. მე კი ძალიან ხშირად დავდივარ ღამის კლუბებში.

უამრავი მეგობარი მყავს და ხშირად მიხდება მათ დაბადების დღეებზე სიარული. თუკი კლუბში რამე საინტერესო ხდება, იქ მივდივართ. თუ ვიღაცის დაბადების დღეს აღვნიშნავთ, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში ხდება: ვსვამთ, ვცეკვავთ, ვერთობით.

ზოგჯერ საინტერესო მოვლენები კლუბებში ძალიან გვიან ხდება. მაგრამ მე არ შემიძლია მათზე დასწრება და იძულებული ვარ სახლში წავიდე. რა თქმა უნდა, რომ შემეძლოს კიდევ რამდენიმე საათით დავრჩებოდი".

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს