თეთრ სახლში მადლიერების დღე აღნიშნეს

თეთრ სახლში მადლიერების დღე აღნიშნეს

ისევე როგორც მილიონობით ამერიკელმა, პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მადლიერების დღე ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად აღნიშნა."ამერიკის პირველი ოჯახის" სადღესასწაულო მენიუ, ტრადიციული ამერეკული კერძებისგან შედგებოდა. ცხადია სუფრის მთავარი მშვენება შემწვარი ინდაური იყო, რომლის გარეშეც ამერიკაში მადლიერების დღის აღნიშვნა წარმოუდგენელია.

ამერიკის მოქალაქეების წინაშე სადღესასწაულო სიტყვით გამოსვლისას, ობამამ აღიარა, რომ ამ დღეს ცოტა დასვენება, გემრიელად ჭამა და ტელევიზორში ამერიკულ ფეხბურთის ყურება სურს. ობამას თქმით, მადლიერების დღე მისი საყვარელი დღესასწაულია "იმიტომ, რომ იგი წმინდა ამერიკულია".

აღსანიშნავია, რომ მადლიერების დღის აღნიშვნის ტრადიცია ჯერ კიდევ 1621 წელს გაჩნდა, როდესაც მასაჩუსეტსის შტატის მაცხოვრებლებმა, სიმინდის მოსავლის აღების შემდეგ გადაწყვიტეს, ღმერთისთვის მადლობა გადაეხადათ. ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალურ დღესასწაულად, იგი 1863 წელს, პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის გადაწყვეტილებით იქცა. 1941 წელს კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მადლიერების დღე ყოველ წელს, ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს გაიმართებოდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს