5-5 საუკეთესო საშობაო საჩუქარი ბიჭებისა და გოგონებისთვის (+ ფოტოგალერეა)

5-5 საუკეთესო საშობაო საჩუქარი ბიჭებისა და გოგონებისთვის (+ ფოტოგალერეა)

ახალი წელი სულ უფრო ახლოვდება, ამიტომ მშობლებმა დროა, თადარიგი დაიჭიროთ იმასთან დაკავშირებით, თუ რას აჩუქებთ ბავშვებს. ქვევით ჩვენს რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ, თუ როგორ გაახაროთ თქვენი შვილები.

ბიჭებისთვის

პულტით სამართავი თვითმფრინავი

ყველა ბავშვს უყვარს ავტომატური პულტით სამართავი სათამაშოები. მით უმეტეს ისეთები, რომლებსაც ფრენა შეუძლიათ. ამიტომ ამ საჩუქრით უკმაყოფილო არავინ დარჩება.

ახალგაზრდა დურგალი

თუ თქვენ ბავშვს ჩხირკედელაობა უყვარს, იდეალური საჩუქარი იქნება მინიატურული სახელოსნო აჩუქოთ. რა იცით, იქნებ ძალიან ნიჭიერი ხუროც გამოვიდეს.

ლეგოს კონსტრუქტორი

ლეგოს კონსტრუქციების აწყობა ყველა ბავშვს უყვარს. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როდესაც კონსტრუქცია დიდია და მისგან მრავალი ნაგებობის შექმნაა შესაძლებელი. თან ლეგო საგრძნობლად ეხმარება ბავშვის ფანტაზიას განვითარებაში.

სკუტერი

სკოლაში სასიარულოდ თუ ეზოში სასეირნოდ სკუტერი ძალიან მოსახერხებელი და მხიარული ტრანსპორტია. მისი საჩუქრად მიღება ბავშვს ძალიან გაახარებს.

კუ ნინძების ჩანთა

თუ თქვენი შვილი პირველ კლასშია, მისთვის მიმზიდველი ჩანთა მშვენიერი საჩუქარი იქნება. კუ ნინძები ყველა ბავშვს უყვარს და რა იცით, იქნებ გაცილებით უფრო დიდი ინტერესით იაროს სკოლაში.

გოგონებისთვის

პორტატული სამკერვალო

თუ თქვენი ბავშვი ქსოვს ან კერვითაა გატაცებული, საუკეთესო საჩუქარი მისთვის სამკერვალო ნივთების ნაკრები იქნება.

მინიატურული სამზარეულო

არსებობს ასეთი სათამაშო ყუთი, რომელსაც მოყვება ინგრედიენტები, რეცეპტები, მენიუ და შესაძლებელია კერძების შექმნაში ძალიან გასართობი პრაქტიკის გავლა.

თოჯინების სახლი

აბა, რომელი გოგონა იტყვის უარს თოჯინების სახლის ქონაზე? რაც უფრო დიდი იქნება, მით უკეთესი.

ბალიშისპირი, რომელიც ღამით ანათებს

არსებობს ასეთი რამ. ბალიშისპირს სპეციალური ფლომასტერი მოყვება, რომლითაც ნაჭერზე გაკეთებული ნახატი ღამით ანათებს, მეორე დღეს კი მარტივად შორდება გარეცხვის შედეგად.

პრინტების დასამზადებელი საამქრო

სტენსილებით და მელნით ბავშვები ისწავლიან პრინტების დამზადებას და შეიძლება პატარა ხელოვანიც აღმოაჩინოთ თქვენს შვილში.

იხილეთ ფოტოგალერეა მომზადებულია msn.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს