ნამდვილი ამბავი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ მარადიული სიყვარული არსებობს

ნამდვილი ამბავი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ მარადიული სიყვარული არსებობს

ჰელენმა და ჯომ ერთად მთელი ცხოვრება გაატარეს და სიკვდილმაც კი ვერ შეძლო მათი დაშორება.

როდესაც ჰელენ აუერმა უკანასკნელად ამოისუნთქა, მისი მეუღლე ჯო მისკენ საკოცნელად დაიხარა. საყვარელ ქალთან გამომშვიდობებისას მამაკაცმა წაიჩურჩულა:"ჰელენ, დამიძახე" და მეორე დღესვე ჰელენმა დაუძახა. შვილებმა იცოდნენ, რომ ჰელენი და ჯო ერთმანეთის გარეშე ერთ დღესაც კი ვერ გაძლებდნენ.

წყვილმა ერთად 73 წელი გაატარა, მათ გამოიარეს დიდი დეპრესია და მეორე მსოფლიო ომი. ჯო მეუღლისა და შვილების სურათებს სიცოცხლის ბოლო დღემდე ინახავდა. მათი უმცროსი შვილი ჯერი, რომელიც ახლა 52 წლისაა, ამბობს, რომ მშობლები საკუთარ ურთიერთობებზე სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდნენ.

მთელი ცხოვრება ჰელენმა და ჯომ ქალაქ ცინცინატიში გაატარეს. მათ სახლში ყოველთვის იყო სიყვარული და სიცილი. ჰელენს სხვანაირად ცხოვრება არ შეეძლო. ჯო თავშეკავებული იყო. ისინი 10 შვილის, 16 შვილიშვილის, 29 შვილთაშვილის და 1 შვილთაშვილის შვილის დაბადებას მოესწრნენ.

ჰელენის და ჯოს დაკრძალვის ცერემონია იმავე ეკლესიაში გაიმართა, სადაც მათ, ათეულობით წლის წინათ, ჯვარი დაიწერეს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს