სიცოცხლის დაბადება: უნიკალური კადრები საშვილოსნოდან

სიცოცხლის დაბადება: უნიკალური კადრები საშვილოსნოდან

ფოტოგრაფმა ლენარტ ნილსონმა საკუთარი ცხოვრების 10 წელი, ემბრიონის ევოლუციას მიუძღვნა. ზუსტი და ფერადი ფოტოების მიღებაში მას სამედიცინო დანადგარი ცისტოსკოპი დაეხმარა, რომლის დახმარებითაც, შარდის ბუშტის შინაგანი გამოკვლევა ხდება. ნილსონმა ცისტოსკოპს კამერა მიამაგრა და საშვილოსნოს შიგნით ათასობით ფოტოსურათი გადაიღო. ამ გზით, შვედმა ლენარტ ნილსონმა სასწაული მოახდინა: მან მთელ მსოფლიოს ადამიანის სიცოცხლის განვითარების ეტაპები უჩვენა. მსოფლიო პოპულარობა ნილსონმა 1965 წელს მოიპოვა, როდესაც ჟურნალმა LIFE-მა ადამიანის ემბრიონის ამსახველ სურათებს 16 გვერდი დაუთმო.

პირველად ადამიანის ნაყოფის გადაღება მან 1957 წელს შეძლო. გადაღება მას შემდეგ მოხერხდა, რაც ექსპერიმენტების შემდეგ, მან შეძლო მიკროკამერისა და მიკრო მანათობელი კონსტრუქციის კომბინირება. 1965 წელს გამოვიდა ნილსონის წიგნი «A Child is Born», რომლის 8 მილიონიანი ტირაჟი გაყიდვების პირველ დღეებშივე ამოიწურა.

სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის საბედისწერო შეხვედრა

მამის 200 მილიონი სპერმატოზოიდიდან, ერთი ახერხებს კვერცხუჯრედში შეღწევას

პირველი დღე. განაყოფიერების შემდეგ, უკვე იწყება უჯრედის განვითარება. ამ დროს ჩაისახა ადამიანის სიცოცხლე.

18-ე დღე. ნაყოფს გულისცემა უჩნდება

22-ე დღე. ნაცრისფერი ნივთიერება - მომავალი თავის ტვინია

განაყოფიერების შემდეგ გასულია 28 დღე

6 კვირის ემბრიონი

10 კვირა. ნაყოფი უკვე ახერხებს გარემოს შესწავლის მიზნით, ხელების გამოყენებას

ნაყოფის ხელი

18 კვირა. ნაყოფს უკვე შეუძლია გარშემომყოფი სამყაროს ხმების აღქმა

6 თვის ნაყოფი

36-ე კვირა. ერთ თვეში ბავშვი გაჩნდება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს