სიზმარივით ხანმოკლე ცხოვრება და საოცარი სიყვარულის ამბავი

სიზმარივით ხანმოკლე ცხოვრება და საოცარი სიყვარულის ამბავი

ჟურნალ "გზის" არქივი, 2010 წელი.

მას უბრალოდ, გოგონა დავარქვათ, რადგან ანგელოზებს სახელებს არ არქმევენ... მას კი უბრალოდ - ბიჭი, რომ თანაბარ პირობებში იყვნენ...

გოგონას მამისგან 21 წლის, გარდაცვლილი შვილის ამბავს უცრემლოდ ვისმენდი...

რატომ? მეც მიკვირდა საკუთარი გულქვაობის... მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი: არ ვტიროდი იმიტომ, რომ გულმოკლული მამა საკუთარ ტრაგედიას კი არა, სიყვარულის საოცარ ამბავს მიყვებოდა, რომელიც ცრემლს კი არა, ჟრუანტელს მგვრიდა...

გოგონას უზრუნველი, ცელქი, მოუსვენარი, თვალებში ჭინკებათამაშებული ბავშვობა ჰქონდა... მერე სტუდენტობა... უყვარდა კიდეც და მღეროდა იმ სიყვარულზე...

ისეთი ლამაზი იყო, რომ ბევრ ბიჭს რჩებოდა მასზე თვალი, მაგრამ შორიდან, ჩუმად ზვერავდნენ მხოლოდ...

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა გოგონა 18 წლის იყო... მკლავის ტკივილმა შეაწუხა. ექიმთან მიმავალი არც კი ფიქრობდა, რომ სულ მალე ის - საშინელ დიაგნოზს, იღბალი კი განაჩენს გამოუტანდა...

საავადმყოფოდან საავადმყოფოში სიარული... პირველი, მცდარი დიაგნოზი - მხარი ექნებოდა მოტეხილი და ცუდადაა შეხორცებული, ვუმკურნალებთ და ტკივილი გაუვლისო... არ გაუარა... ონკოლოგიური საავადმყოფოდან გერმანიისკენ მიუთითეს - ჩვენ უძლურნი ვართ, ისინი დაგეხმარებიანო...

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს