ვინ იპოვის წელს ნამდვილ სიყვარულს? - 2015 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

ვინ იპოვის წელს ნამდვილ სიყვარულს? - 2015 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

ახალი 2015 წლის დადგომა პრაქტიკულად ყველა ადამიანს გრძნობების განახლებას, ჯერ კიდევ გამოუცდელ ემოციებსა და ახალ ნაცნობებს ჰპირდება. ასტროლოგების პროგნოზების მიხედვით, ეს წელი გაცილებით ვნებიანი და ნაკლებად მზაკვრული იქნება.

ადამიანების უმრავლესობა, ახალი წლის პირველივე დღეებში იგრძნობს საყვარელი ადამიანის ყოლის მძაფრ სურვილს. სასიყვარული სფეროში აქტივობის ბუმი განსაკუთრებით შესამჩნევი თებერვლის თვეში გახდება. დომინანტები ამ პერიოდში კირჩხიბები, ვერძები, მორიელები და თევზები იქნებიან. ეს ადამიანები შეეცდებიან, გაიცნონ ახალი ადამიანები და ლოგინში შეიტყუონ ყველა, ვის მიმართაც სიმპათიით განეწყობიან.  ჰოროსკოპის ამ ნიშნების წარმომადგენლები, ასევე, ლომები და თევზები წელიწადის პირველ ნახევარს სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებაში გაატარებენ. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული მათი განწყობა, კარიერული ზრდა და წარმატებები ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში.

რაც შეეხება მარტოხელა ადამიანებს, რომლებიც მეორე ნახევრების ძიებაში არიან, განსაკუთრებულ აქტივობას კირჩხიბები, ტყუპები და მერწყულები გამოიჩენენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები წელს გამორჩეულად მიმზიდველები იქნებიან. სასიყვარულო ფრონტზე დიდი აქტივობის გამო, 2015 წლის ზაფხულის ბოლო და შემოდგომის დასაწყისი სასიყვარულო სამკუთხედების წარმოქმნით იქნება დასამახსოვრებელი. თევზები, ვერძები და ლომებიც სწორედ ამ პერიოდში გააქტიურდებიან. სწორედ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, 2015 წელს ნამდვილ სიყვარულს იპოვიან და საკუთარ საუკეთესო მხარეებს გამოამჟღავნებენ, რათა საყვარელი ადამიანების მოპოვება შეძლონ.

ვერძის, ლომის, მორიელის, სასწორის და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნებისგან შემდგარი წყვილების ურთიერთობები, 2015 წელს განსაკუთრებით მდგრადი იქნება. ეს ნიშნები წარმატებულები იქნებიან ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, რაც მათ კონფლიქტური ურთიერთობების დარეგულირებაში დაეხმარებათ. რაც შეეხება ქორწინებასთან და შთამომავლობასთან დაკავშირებულ აზრებს, განსაკუთრებით ხელსაყრელი ამისთვის 2015 წლის გაზაფხულის თვეები გახდება, ასევე სექტემბერი და ნოემბერი.

სასწორებსა და მშვილდოსნებს 2015 წელს ურჩევენ, საკუთარი მიზნების მისაღწევად, მეტი აგრესია გამოიჩინონ. ახალ წელს სიყვარულის საპოვნელად მათ დიდი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდებათ, რადგან ბევრი სირთულის და დიდი კონკურენციის გადალახვა მოუწევთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიაღწევენ დასახულ მიზნებს.

2015 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ყველა ნიშანს დაუვიწყარ სასიყვარულო ისტორიას ჰპირდება, რომელიც არა მხოლოდ დიდხანს დაამახსოვრდებათ, არამედ შეცვლის მათ ცხოვრებას.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს